![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: ე...
Страницы (по 100 слов): 1 2
предыдущая следующая
ე
e
ასო ე იხმარების რომელთამე ზმნათა შინა, რაჟამს მოქმედება მათი მიეჩემების საცნაურსა, რომელსამე პირსა. მაგალითად: ვუბნობ, უბნობ, უბნობს ეს ითქმის საზოგადოდ, говорю, -ришь, -рит, вообще, ხოლო მიჩემებით ვეუბნები, ეუბნები, ეუბნების, говорю, -ришь, -рит ему, т.е. известному лицу. ეგრეთვე ვლაპარაკობ, ვიბრძვი, ვისური ესე არს საზოგადოდ, ხოლო მიჩემებით: ველაპარაკები, ვებრძვი, ვესური და სხ.
კუალად ე იხმარების ზმნათა შინა, ხოლო იგულისხმე ზმნა თჳთვნებითი, глагол возвратный, а не страдательный. მაგალითად: ვაბამ связываю არს შემოქმედებითი, ხოლო ვნებითი - ვიბმი ე.ი. სხჳსაგან, бываю связываем, страдат. და თჳთვნებითი возврат. ვებმი связываюсь. ეგრეთვე ვამზადებ, ვსწერ არს შემოქმედებითი, ვიმზადები, ვიწერები არს ვნებითი და ვემზადები, ვეწერები არს თჳთვნებითი.
ზოგჯერ ე იხმარების ნაცულად ი, ვითარ ეჭვი - იჭვი.
ე! ეი!
e! ei!
შორისდებული, წოდებითი, эй! гей! ΄έ! ΄έ ι!
ებანი
ebani
დაირა, დაფი, (ფსალ. 67:24-26; ვეფხისტ. 1112), тимпан, გარნა უმრავლესთა ადგილთა შინა ჰნიშნავს ქნარსა, ანუ ჩანგსა, რომლისაცა სიმებსა თითებით სძნობენ (ფსალ. 56,8 და 70,22, კუალად 80,2, კუალად 97,5), гусли.
ებგური
ebguri
მაღლით მხედველი დარაჯა, მხმილავი, მცველი (ნახე დარაჯასთან) (4 მეფ. 9,17; ეზეკ. 3,17; შავთ. 59), страж.
ებრ
ebr
თანდებული მსგავსების დამნიშვნელი და მიმღები ნათესავობითის ბრუნვისა (დაბად. 1,11 და შემდგომი; ფსალ. 19,4 და 27,4), по.
ხოლო ოდესცა მოვალს თავად ლექსთა, მაშინ დაერთვის ასო მ (ფსალ. 38,6), მებრ ხატად.
ზოგჯერ მოეკიდების სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და შესცულის მათ ზმნისზედად. მაგალითად: ანგელოსებრ, ლომებრ, გინა ანგელოსებრივ, ლომებრივ; კუალად მარცვალნი: ებრი, ებრივი, ებური შესცულიან მათ ზედშესრულად; ანგელოსებრი, -ებრივი; ლომებრი, -ბრივი; კაცობრივი, გინა ჩემებური, შენებური, ძველებური.
ხოლო მდაბიურად ეფ მოეკიდების მიცემითსა ბრუნვასა. ვითარ: ცხენსაეფ, ხარსაეფ, გინა ჩემსაეფ, შენსაეფ და სხ.
ეგე
ege
ეგ ნაცვალსახელი ჩვენებითი (იხილე ესე) (მატ. 2:13,20), он.
ეგების, ეგება
egebis, egeba
იქნების, მოხდების, შეიძლების (იაკობ. 3,12; ვეფხისტ. 12722), может быть, статься, авось.
ეგევითარი, ეგეოდენი, ეგერა, ეგრეთ, ეგზომი
egevitari, egeodeni, egera, egret, egzomi
და სხ. იხილენ ესე და შემდგომნი.
ეგირი
egiri
(ბალ.) კოთხუჯი, ир.
ეგუტერი, ეკუტერი
eguteri, ekuteri
სამწირველო მიშენებული ეკლესიასა თანა, придел.
ედემი
edemi
სამოთხის ადგილი (დაბად. 2,8), эдем, ΄εδέμ.
ევანი
evani
ერქვანი, ღვედი, ჯამბარა (ნახე საბელთან) (ისაი. 15,8), ремень.
ევლოგია
evlogia
ბერძულად კურთხევა (2 კორ. 9,5), εύλογία, благословление.
მსოფლიონი უწოდებენ კრავსა, რომელსაც პასეკის დღეს აკურთხებინებენ ეკლესიაში მოსახსენებლად მიცვალებულთა და დაურიგებენ ერსა პირის გასახსნელად.
ეზო
ezo
სასახლეთა შესახვედრი ადგილი მოზღუდვილი უსართულოდ (ნახე ზღუდე) (ფსალ. 28,2 და 95,8 და შემდგომი; მატ. 26:3,5,8 და შემდგომი), двор.
ეზოსმოძღვარი
ezosmodzghvari
ნივთი ნათლისა, ცეცხლისა და სიტფოსა, განფენილი მზისაგან სისტემასა შინა პლანეტთასა და გარეშემცველი ატმოსფერისა მათისა (ვეფხისტ. 287, 413; შავთ. 76), приставник, домоправитель, дворецкий.
ეთერი
eteri
არაბისტანი (დაბად. 2,13), эфир, αίθήρ, αίθέρος.
ეთიოპია
etiopia
эфиопия, Αίθιοπία.
ეკალი
ekali
(ხე) ნერგი მჩხულეტელ ფხებიანი, ვითარ ძეძვი, ქაცვი და მისთანანი (დაბად. 3,19; ფსალ. 31,4 და 57,9), терние.
თჳთ ფხა გამოსული მცენარეთა ზედა, ვითა ნემსები (მატ. 13,7), ость, остие.
ეკალმიხა
ekalmicha
(ხე) აბანოზი, შავი ხე, черное дерево.
ეკალძვალა
ekaldzvala
(ბალ.).
ეკკლესია
ekklesia
შესაკრებელი ტაძარი სალოცავად ღვთისა (ფსალ. 21:22,25 და 34,18), церьковь, έκκλησία.
ეკლიანი, ეკლებიანი
ekliani, eklebiani
ეკლებმოსხმული (ვეფხისტ. 868), терновный, остистый.
ეკუდერი
ekuderi
ნახე ეკუტერი.
ელამი და ელამონი
elami da elamoni
ებრაულად დიდი კამარა, კარიბჭე, ანუ სტოვა (ეზეკ. 40,6 და შემდგომი, კუალად 44,3), елам, притвор.
ელამი საზოგადოს ხმარებაში მიუღიათ ნაცულად მარღისა, ან მრუდისა (ფსალ. 77,57), развращен, непрямой.
ამისგანვე შედგმულ არს ლექსი ელმად ცერი (ნახე ალმაცერი).
ელატი
elati
(ხე) სოჭი, ნაძვის გუარია, ель, пихта, έλάτη.
ელდა
elda
ელდისკურა, ელდისცემა (ელდას ვჰკრავ, ელდა ეცა), ანაზდის შიშით მიბნედა, ужас, ужасать, поражать, -ся.
ელეილნი და თროილნი
eleilni da troilni
(ეზეკ. 41,8), სართულად ანუ ერდოდ აღუწერიათ, მაგრამ სხუათა ენათა დაბადებასა შინა ეს ლექსნი სრულიად არა იპოვებიან.
ელენთა
elenta
კაცთა და ცხოველთა შინაგანის შენობის ნაწილი, მოგრძე, ღვიძლზედ უფრო მოშავო, ზოგნი უხმობენ ტყირპად, მაგრამ ეს უფრო სენის სახელია, селезенка.
ელვა
elva
(ელავს, იელვა) ღრუბელთ ურთიერთარს დრესისაგან ცეცხლის გამოკრთობა, რომლისაცა გასქდომისგან იქნების ქუხილი, молния блещет (ფსალ. 17,4 და 76,18, კუალად 96,4), гроза, молния.
ელვანა
elvana
ცეკვანა (მწერ.) ციცინათელა, წყალზედ შავნი ჭიანი.
ელქაჯი
elkaji
(ოთხფ.) თხა წინათ მავალი არვესა შინა (ნახე თხასთან).
ელქიმი, ელქუნი
elkimi, elkuni
სატკბურა, ბუგრი ტანისა, მქავანი, чесотка.
ელჩი
elchi
დესპანი (ნახე მოციქულთან).
ემბაზი
embazi
საბანელი ჭურჭელი (გამოს. 3:18,28), умывальница.
საეკლესიო ჭურჭელი, რომელსა შინაცა მღუდელი სამგზის შთაჰფლავს წყალში ნათლისღებადსა (შავტ> 99), купель для крещения, ხოლო ბერძული ΄έμβασμα, ΄έμπασμα ჰნიშნავს შესლვასა.
ემირი
emiri
ნახე ამირი (ჩახრუხა, 58), эмир.
ემპლასტრო
emplastro
მალამო, სალბუნი, пластырь, ΄έμπλαστρον, μπλάστρης, μπλάστρι.
ენა
ena
პირსა შინა ცხოველთასა გრძელი ნაწილი, გემოვნების საგრძნობელი (ფსალ. 21,15 და67,23), язык.
გარდა ამისა კაცთათჳს სახმარი საუბრად (ფსალ. 5,9; საქმ. 2,3 და შემდგომი; იაკობ. 3,5 და შემდგომი).
საუბარი, ძალი სიტყჳერებისა (ვეფხისტ. 6, 8, 25 და შემდგომი), язык, словесность.
განსაკუთრებული გუარი საუბრისა თჳთოეულსა ერსა შორის (მუნვე, 29; საქმ. 22,2), язык, наречие, диалект.
კუალად ზართა საშუალ დაკიდებული სარეკელი, მახეთა შინა დასახლეტი, კლიტეთა და მოქლონთა დასაკეტი და მისთანანი, язык, язычек у колоколов, замков, и т.п.
ენაბრგუნილი, ენაბორძიკი, ენაჩლინგი, ენამძიმე
enabrgunili, enabordziki, enachlingi, enamdzime
ბლუ, კაფიად ვერ გამომღები საუბრისა (გამოს. 4,10; შავთ. 14, 96, 107), косноязычный, гугнивый, заика.
ენამზეობა, ენამჭევრობა
enamzeoba, enamkhevroba
მშვენიერმოუბნარობა, красноречие.
ენამჭევრი
enamkhevri
ენამარჯვე, მშვენიერმოუბნარი (შავთ. 59, 83), красноречивый.
ენამჭვარტალა
enamkhvartala
პირღნიოში (ნახე ჭარტალა).
ენდალმა
endalma
ხარისხის ბოძების წერილი უაღრესთაგან (ნახე წერილთან), ένδαλτήριον, ставленая грамота, патент, диплом.
ენდრო
endro
(ბალ.) ამ ბალახის ძირი არს წითლის საღებავი, марена, крап.
ენკენია
enkenia
დღესასწაული ტაძართ განახლებისა წლითი წლად (დან. 3,3), обновление, έγκαίνια, έγκαινίασμα, -σμός.
ენკენისთვე
enkenistve
სეკდემბერი (ნახე ზოდიაქო), сентябрь.
ენკრატისი
enkratisi
მოწესე დედათაგანი, მოლოზანი, монахиня, έγκρατής.
ენოვანი
enovani
ავენა, გინა ზვავი და თავხედი ენითა (ფსალ. 139,12), язычный.
ენქერი
enkeri
მარჯვენა გვერდზედ დასაკიდი ოთხკუთხი შესამოსელთაგანი ეპისკოპოსთა, არხიმანდრიტთა და სხუათა, палица.
ეპარხია
eparchia
სამთავრო ანუ განსაგებელი ეპისკოპოსისა, Епархия, έπαρχία.
ეპარხოსი
eparchosi
ადგილის მთავარი, Епарх, έπαρχος.
ეპივატი
epivati
მხედარი, ანუ ნავსა შინა მსხდომნი (ეზეკ. 27,29), всадник.
ეპისკოპოსი
episkoposi
ზედამხედველი, მღუდელთმთავარი (1 ტიმოთ. 3,2), епископ, έπίσκοπος.
ეპისტოლე
epistole
მიწერილობა, ან მოკითხვის წიგნი (ნახე წერილთან) (2 პეტრ. 3,1) послание, ΄έπιστολή.
ეპიტაჶია
epita[ჶ]ia
დაფლჳს გალობა, ანუ საფლავის ქჳს ზედა წარწერა, эпитафия, надгробие, έπιταφια.
ეპიტრაქილი
epitrakili
სამღუდელო ოლარი, эпитрахиль, έπιτραχήλιον.
ეპიტროპოსი
epitroposi
მნე, მიჩენილი, მოადგილე, ზედამხედველი, приставник, надзиратель, έπίτροπος
ეპიფანია
epipania
ზედსაჩინო, ზენაპირი, სიფრიფანა (სხეულთან ნახე), поверхность, έπιφάνεια
ეპრიანება
eprianeba
(იპრიანა, იპრიანებს) უაღრესსა ჰნებავს (1 პირში არ იხმარება), соизволять.
ეჟვანი
ezhvani
საჟღარუნებელი (გამოს. 28,33;ვეფხისტ. 781), звонец, гремушка.
ერბო
erbo
ზროხათა და ცხოვართა ნაწველთაგან გამოღებული სიმსუქნე (ცხიმთან ნახე) (ისაი. 7,15), масло коровье.
ერბოკვერცხი
erbokvertschi
ორთაგანვე ტაფამწვარი სანოვაგე, яичница.
ერგასი
ergasi
ნახევარასი, ორმოცდაათი (მარკ. 6,40; ლუკ. 7,41 და 16,6), пятьдесят.
ერდო
erdo
სახლის ზედაკერძო ბანი (მატ. 10,27 და 24,17; საქმ. 10,9; ფსალ. 128,6), кровля, горница, терасса.
ერევინდე
erevinde
მუხუდოს გუარია.
ერეტიკოსი
eretikosi
მწვალებელი, еретик, раскольник,αίρετικός, hereticus.
ერვისი
ervisi
(მწერ.) მწერი, მოსავლის მავნე (იოილ. 2,25), сипль.
ერთად
ertad
ერთბამად, შეერთებით (ფსალ. 2,2), вкупе, вместе.
ერთარსება
ertarseba
განუკვეთელი ერთი არსება, единосущество.
ერთარსი
ertarsi
ერთისა არსებისა მქონებელი (ითქმის წმიდისათჳს სამებისა), единосущный.
ერთბამად
ertbamad
თანად, ერთად, ერთიანად, ერთობით (ფსალ. 13,3 და 30,13), вкупе, вместе, вдруг (კუალად საქმ. 1,14 და 19,29; რომაელ. 15,16), единодушно.
ერთბუნებიანი
ertbunebiani
მწუალებელი, ერთის ბუნების აღმსაარებელი ქრისტეს შორის, монофизит.
ერთგან
ertgan
ერთს ადგილს, ერთად (ვეფხისტ. 790 და შემდგომი), вместе, вкупе.
ერთგვარი
ertgvari
ერთნაირი, მსგავსი, ერთის გუარისა, სახისა და სხ., одинокий, единообразный.
ერთგზის, ერთგზობას
ertgzis, ertgzobas
ერთხელ, ერთჯერ, единожды, один раз.
ერთგული
ertguli
გამოჩენით სანდო, გულითადი, შესაკუთრებული (ნახე ერთსული) (ვეფხისტ. 52, 149; შავთ. 11), верный, усердный.
ერთგულობა
ertguloba
გულითადობა, ერთსულობა (ვეფხისტ. 152), верность, преданность, усердие.
ერთთავიანი
erttaviani
ითქმის გამოხატულებისათჳს ცხოველთასა, ვითარ არწივი, ვეშაპი, და სხ., одноглавый.
ეგრეთვე შენობათათჳს ერთგუმბათიანთა და მისთანათა, одноверхий, однокупольный.
ერთი
erti
სათვალავსა შინა პირველი ნივთი, რომლისაგან დაიწყების აღრიცხვა (დაბად. 1:5,9; ფსალ. 83,10), един, один.
ხოლო ვითა ერთი ღმერთი, რომლისა გარეშე არა არს სხვა (ეფეს. 4,6) един, единый.
კუალად ითქმის ერთი პური მაჭამე, ერთი წყალი დამალევინე. ერთი აქ ჰნიშნავს კერძოსა, რაოდენიცა ვისთჳს სახმარ არს.
ერთი
erti
არს ერთი
ერთიანად
ertianad
ერთბამად, ერთად, вдруг, вместе.
ერთიანი
ertiani
ერთად შეკრებული, совокупный.
ერთმანერთი
ertmanerti
ერთიერთი, ურთიერთი (ვეფხისტ. 9), друг-друга.
ერთმარცულოვანი
ertmartsulovani
ერთის ხმოვანის ასოს მქონებელი ლექსი, ვითარ ძე, ძმა, ხე და სხ., односложное речение.
ერთმთავარი
ertmtavari
თჳთმფლობელი პატრონი, თჳთხელმწიფე, единодержец, самодержец, монарх.
ერთმთავრობა
ertmtavroba
თჳთმფლობელობა, ერთხელმწიფება, единодержавие, единовластие, монархия.
ერთმთავრული
ertmtavruli
თჳთ ხელმწიფებრი, монарший.
ერთმორწმუნე
ertmortsmune
ერთის სარწმუნოებისა და სჯულისა, единоверец, единоверный.
ერთმოსახელე
ertmosachele
სახელმოდგამი (ნახე ერთსახელი), одноименный.
ერთნაირი
ertnairi
ერთგუარი, ერთნაირად, ერთგუარად, одинаково.
ერთნებიანი
ertnebiani
მწვალებელი, რომელიცა აღიარებს ქრისტეს შორის ერთსა ნებასა, ანუ ღვთაებრივსა, ანუ კაცობრივსა და არა ერთად ორსავე, монофелит, единовольник.
ერთობ
ertob
ერთიან, სრულებით (ვეფხისტ. 441, 769, 1287), совсем
ერთობა
ertoba
მხოლოობა, ერთარსება ღვთისა, единство, единосущество.
ერთსულობა (ეფეს. 4:3,13), единение, соединение, единство.
ერთობით, ერთობლივ
ertobit, ertobliv
ერთიანად, ზოგად, საზოგადოდ, вообще, вкупе.
ერთპირად, ერთსულობით (ფსალ. 51,14), единомысленно.
ერთჟამიერად
ertzhamierad
ერთის გზობით, ერთხელობას, единовременно.
ერთსახე
ertsache
სახისა მსგავსი სახითა ანუ ჭკუვითა, единообразный (ფსალ. 67,6), единомысленный.
ერთსული
ertsuli
ერთხმა, ერთგული, შესაკუთრებული ვისთანმე სულითა და გულითა (ეფეს. 4,4; ფილიპ. 2,2), единодушный. შეისწავე, რამეთუ ერთსული ითქმის სწორთა შორის, ხოლო ერთგული უმცროსისგან უფროსისადმი.
ერთფერი
ertperi
ერთგვარი ფერისა, ერთის ფერისა, одноцветный.
ერთღვთაება
ertghvtaeba
აღსარება, ერთისა ჭეშმარიტისა ღვთისა, единобожие.
ერთწევროვანი
erttsevrovani
რიტორიულად: პერიოდი მექონი მხოლოდ ერთისა წევრისა, одночленный.
ერთხელმწიფება
ertchelmtsipeba
ერთმთავრობა, უმაღლესი უფლება მხოლოდ ერთის გუამისა, единовластие.