![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: თ...
Страницы (по 100 слов): 1 2 3 4
предыдущая следующая
თ
t
ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: თ~ა - თანა, თ~ს - თჳს. თან და თანა დაერთვიან ოდესმე თავად სხუათა ლექსთა, ვითარ: თანმოსახლე, თანშეხედილი, თანამდები, თანამოძმე, თანახმა და სხ. ოდესმე თანა ბოლოს იხმარების, ვითა ებრი, ებრივი. მაგალითად, ამისთანა, ჩემისთანა ნაცულად ამისებრივი, ჩემებრი.
ზოგჯერმე თ იხმარების ნაცულად ტ, ვითარ თბილი - ტფილი.
თ ბოლოდ სახელთა და ზმნათა არს მრავლობითის ნიშანი, ვითარ: კაცთ, კაცთა, ცხოველთ, ცხოველთა, ვსწერთ, სწერთ, და სხ.
მდაბიურად თ იხმარების ნაცულად დ ბოლოს არსებითთა და ზედშესრულთა სახელთა, რაჟამს შეიცულებიან იგინი ზმნისზედად: მაგალითად, კაცად - კაცათ, კარგად - კარგათ, ცუდად - ცუდათ და სხ.
თაბასარანი
tabasarani
დასხვეპული და დანიგუზული ჯინჭარი, ანუ სხვა მხალი.
თაბახი
tabachi
ღრმა ტაბაკი, ანუ მრგუალი ვარცლი, корыто.
მრთელი ფურცელი ქაღალდისა, лист бумаги.
თაგალა
tagala
უბეწვო ქათიბი დაბამბული, მხოლოდ ძაღა შემოდებული. ს. ლაბადა.
თაგალი
tagali
გვირისტივით.
თაგვი
tagvi
(ოთხფ. ლევიტ. 11,29) мышь. მამალდედალსა მათსა ეწოდება ხვადი და ძუ, შვილთა - წრუწუნა და ღლაპი.
თაგუმარილა
tagumarila
თეთრი სიპი ქუაკაჟის გუარისა, ანუ კლდის ძარღვი (ქუასთან ნახე), кварц.
თაგუნი
taguni
მსხვილძარღუნი, мышцы (შეშაძარღვი ნახე).
თავადი
tavadi
საღვთოსა შინა წერილსა ხმარებულ არს მაგიერად ნაცვალსახელთა თჳთ ანუ თჳთ იგი (მატ. 3,4; ლუკ. 1,17; ფსალ. 9,8 და 23:2,10), сам, мой.
საზოგადოსა შინა ხმარებასა ეწოდების გუარდიდებულსა (შავთ. 46), князь, ანუ უფროსსა, მთავარსა (ვეფხისტ. 153, 769, 1048, 1052, 1212, და შემდგომი), начальник, старейшина.
თავაზა
tavaza
(ვთავაზობ, ვეთავაზები) ალერსი, შეტკბობით მიღება, ласкать, приветствовать.
(ვუთავაზებ) მირთმევა რისამე ნიშნად ალერსისა, подчивать, дарить.
თავაზიანი
tavaziani
ალერსიანი, მოთავაზე, ზდილობიანი, ласковый, учтивый, почтительный, приветливый.
თავანკარი
tavankari
ნამდვილი, უზადო, ურიოშო ანუ რჩეული, настоящий, чистый, цельный.
თავბრუ
tavbru
თავისტრიალი, გაბრუვება, головокружение.
თავდადებული
tavdadebuli
თავგამომეტებული, თავისშემწირველი (ვეფხისტ. 149).
თავდები
tavdebi
თავსმდები, ვინც თავს იდვას სხვის მაგიერ პასუხის გაცემა, порука, поручитель.
თავდებობა
tavdeboba
თავსდება, დადგომა თავდებად, поручительство.
თავება
taveba
(ვითავებ) შესრულება, გათავება პირისა, исполнять, сдержать слово.
(ვითავებ) თავზედ აღება, принимать, брать на себя.
თავზარის დაცემა
tavzaris datsema
ფრიადი შიში, ანუ განკრთომა მოულოდნელად (ნახე ზარი).
თავზედ ხელაღებული
tavzed chelaghebuli
განწირული, სასოწარკვეთილი, თავგამომეტებული, отчаянный, -ная голова.
თავთა
tavta
თხელი ნაქსოვი აბრეშუმისა, тафта, ταφτάς.
თავთავი
tavtavi
ხუვილი, ოდოში პურის მოსავალთა (მარკ. 4,28),колос, клас.
თავთხელი
tavtcheli
სადაცა მდინარეთა შინა, ანუ ზღვათა ესოდენ მოაკლდეს სიღრმე, რომელ სჩნდეს ქჳშა (ნახე წყალი), мель, отмель.
თავი თჳსი
tavi t[ჳ]si
ლექსი ესე იხმარების ნაცვალსახელისა წილ თჳთ, ანუ ერთბამად მისთანათა, ვითარ თჳთ თავი თჳსი (მატ. 23,31), сам себя.
თავი
tavi
კისერს ზემოთი კერძო ცხოველთა, დამტევნელი უმთავრესთა საგრძნობელთა (ფსალ. 20,3; მატ. 10,30 და 14,8 და შემდგომი) глава, голова.
ზემოთი კერძო ნივთთა, ვითარ თავი და ბოლო ჯოხისა, ძელისა, ანუ თხემი მთათა და სხ. (ფსალ. 71,16; ვეფხისტ. 1032), верх, вершина.
გუმბათი ან გჳრგჳნი, მრგუალად მოვლებული შენობათა ზედა, голова, верх, купол.
პირველი უკანასკნელისა, ვითარ თავი პური, თავი ღვინო ე.ი. რჩეული, главный, первый сорт.
უფროსი, უმთავრესი კაცთა შორის, ვითარ ერის თავი, გუნდის თავი, ასის თავი და სხ. (ეფეს. 5,23; კოლოს. 2,10), глава, начальник.
დასაბამი საფუძველი საქმეთა (მატ. 21,40; დაბად. 2,10), глава, начало, თავიდამ დაწყება.
ნაწილი წიგნისა (ფსალ. 39,7), глава, главизна, часть книги.
კუალად ერთი თავი შაქარი, голова сахару; ორი თავი ხახვი, головка луку, луковица; სამი თავი კომბოსტო, 3 головки или кочны капусты.
თავმან მისმან იხმარების საფიცრად ვითა მზე (ნახე მამაშვილობა) (ვეფხისტ. 727, 733, 749, 1157 და შემდგომი).
თჳთ თავი თჳსი, сам, თავი მოსამრთლე, главный судья (Зак. Вахт., 4, თავთავის ადგილს).
თავიანი
taviani
საქმიანი, რიგის მიმცემი, деятельный, распорядительный.
თავიანობა
tavianoba
საქმიანობა, რიგის მიცემა, деятельность, распорядительность.
თავის გაზვიადება
tavis gazviadeba
(თავს გავიზვიადებ) ზვაობით გაუგონლობა თხოვისა გაჭირვებაში, чваниться, упрямиться.
თავის გამოსაჯურება
tavis gamosajureba
(თავს გამოვისაჯურებ) ტრაბახით თავზედ აღება ძნელი საქმესა, რომელიცა ვერ აღასრულოს, хвастать, вызываться на трудное дело.
თავის დადება
tavis dadeba
(თავს დავსდებ) თავის შეწირვა, გამომეტება (ვეფხისტ. 717), положить себя, пожертвовать собою.
(თავს დავუდებ) თავს გამოდება, თავს შედება, გარჯა, ცდა, მხარკვა, прилагать старание, рачение, тщание.
თავის მინებება
tavis minebeba
მიშვება, (თავს მივანებებ, მივუშვებ) ნების მიცემა, ნებაზედ მიშვება, давать волю.
თავის მოწონება
tavis motsoneba
(თავს ვიწონებ, მოვიწონებ) კვეხნა, ტრაბახი, хвастать, важничать.
თავის პოვნა
tavis povna
(თავს ვიპოვი) მორჩილებიდამ გამოსლვა, брать волю, выходить из повиновения.
თავის საცო
tavis satso
ბალიში, სასთაული (ეზეკ. 13,20), возглавие.
თავის შენახვა
tavis shenachva
(თავს ვინახავ, შევინახავ) თავის გაფრთხილება, беречься.
თავის შველა
tavis shvela
(თავს ვუშველი) თავის დახწევა, განრომა უბედურებისგან, спасаться, избегать.
თავის წინა
tavis tsina
მარტო თავის თავად (ვეფხისტ. 359, 625), наедине.
თავისებურად
taviseburad
по свойски.
თავისებური
taviseburi
თჳსის ნებისა, ანუ ზნისაებრი, по характеру.
თავისთავ ბრძოლა
tavistav brdzola
ორთა კაცთა შებმა თჳნიერ მოხმარებისა სხუათასა (ქართლის ცხ.), единоборство.
თავისთავად
tavistavad
თჳნიერ შეწევნისა სხუათასა, сам по себе.
თავისი
tavisi
თჳსი, თვისი, свой.
თავისიანი
tavisiani
თჳსტომი, свойственник.
თავისნება
tavisneba
თჳთ რჯული, ახირებული, თავისის ზნისა, своевольный, своенравный.
თავისუფალი
tavisupali
არავისი მონა (1 კორ. 9,20; მატ. 17,26), свободный.
თავისუფლება
tavisupleba
დაუმონებლობა, свобода.
თავმდაბალი
tavmdabali
მშვიდი, არა ზვავი, ანუ ალერსიანი, скромный, снисходительный, приветливый.
თავნი
tavni
სათავნო, თეთრი გარდადებული სამუშავებლად მოგებისათვის და არა სახარჯოდ, капитал. ს. მაია.
თავობა
tavoba
(ვითავებ) თავზედ აღება და გარიგება, принимать на себя, исполнять.
თავობა
tavoba
ჩამომავლობა, ნათესავობა, поколение, колено родства.
თავსაკრავი
tavsakravi
თავზედ მოსახვევი მანდილი ქალთა, головная повязка.
თავსაცილი
tavsatsili
აგდება, კიცხვა, издевание, насмешка.
თავსგამოდება
tavsgamodeba
(თავს გამოვიდებ) თავს შედება.
თავსდება
tavsdeba
(თავს ვიდებ) თავზედ არება საქმისა, ანუ თავდებად დადგომა, თავება, брать на себя, ручаться.
მოთმენა, დათმობა, ან გაძლება, მოჭირვება (2 კორ. 11,1), быть снисходительным (მატ. 17,17), терпеть
თავსმდები
tavsmdebi
თავდები (საქმ. 17,9) порука, поручитель.
თავსობა
tavsoba
(ვთავსდები) მშვიდობიანად, თანახმად დგომა ერთმანერთთან, уживаться.
თავსშედება
tavsshedeba
(თავს შევიდებ) სრულის მონდომებით და ცდით საქმის შედგომა, постараться, заняться, приняться за что.
თავტაბიკი
tavtabiki
უღლის საშუალში ჩასარჭმელი ტაბიკი ურმის თავზედ დასამაგრებლად, шворень деревянный.
თავქედი
tavkedi
თავკისრის სენი.
თავშავა
tavshava
(ბალ.) душица, майоран.
თავშენახული
tavshenachuli
გაფრთხილებული ურიგოსგან, скромный.
თავშექცეული
tavshektseuli
მგლოვიარე, შეწუხებული, печальный, траурный.
თავშიშველი
tavshishveli
ქუდდაუბურველი (ვეფხისტ. 70, 351).
თავცეცხლა
tavtsetschla
(ბალ.) чертополох.
თავხედი
tavchedi
თჳთრჯული, უგულისხმო (ნახე გიჟთან), грубый и глупый, дерзкий, невежда.
თათარა
tatara
ტკბილი კვერი, ფელამუში.
თათბირი
tatbiri
რჩევა (ვეფხისტ. 143, 420).
თათი
tati
ჩჩვილთ ხელი, ручонка.
ტოტი მხეცთა (ვეფხისტ. 1064), лапа, лапочка.
თათმანი
tatmani
თათებიანი ხელჯაგი, перчатка.
თათუხი
tatuchi
(ბალ.) ზანდური.
თათხვა
tatchva
(ვსთათხავ) ავად ტუქსვა, пенять, счунять.
თაკარა
takara
ჭიქათ სადნობი ქურა და შესაქმნელი ადგილი, стеклянный завод.
თაკილი
takili
(ვთაკილობ, მეთაკილება) მართებული ან ზდილური უკადრისობა (ვეფხისტ. 199), щекотливость, благородная гордость.
თალა
tala
ნახე ბარდანა.
თალათინი
talatini
ნატა, выросток, опоёк (кожа).
თალგამი
talgami
კომბოსტოს მსხვილი ღერო, ხვიტი, вилок, кочень.
თალისა
talisa
ბარდანა, ანუ უდიდესი ჩანთა ნატისა (ვაშკარანთან ნახე). თ. ბარდან, ჯალდან, [სპ.].
თალფაქი
talpaki
არახჩინი, ქალფაქი, თავსახურავი, колпак.
თალქანი, თალხანი
talkani, talchani
ხმლის თასმის ჩასაწევი და ამოსაწევი აბზინდა.
თალხი ქუა
talchi kua
ჭიქის მსგავსი, იმ სითხედვე დაიპების და არა ადჳლ შეიმუსრვის, იხმარების სარკმელთა და სანათურთათჳს.
თალხი
talchi
მოჭირებული ან სამგლოვიარო ფერუ, темный, траурный цвет. ს. მუქი.
თამამი
tamami
თურქთა ენით სრული და ქართულად უხმობენ გამბედავსა, смелый.
თამასუქი
tamasuki
სესხისა და ვალის ხელწერილი, вексель, расписка. თ. სანათ [არაბ.], ს. მურჰაკ.
თამაშობა
tamashoba
(ვთამაშობ) შექცევა თჳთო გვარი (ვეფხისტ. 119, 323), играть, игра, игры. წერილთა შინა ნაცულად ამისა ხმარებულ არს მღერა და სიმღერა (გამოს 32,6; ვეფხისტ. 11,83), რომელიცა მსოფლიურისა ხმარებასა შინა ჰნიშნავს საეროსა გალობასა. ხოლო გვარნი თამაშობისანი არიან: ასპარეზობა, ჳპოდრომსა ზედა, მხედართა მიერ ანძათა და საგანთა მიმართ ისართ სრევა, ოროლთ ტრიალი მრავალგვარად, ბურთთა ცემა ჩოგნითა, ანუ ქვეითად რბოლა, ჭიდილი და ეგევითარნი. ამათჳს ზოგჯერმე იქმნების დანიშნული დრო, რომელსაც უხმობენ დღეობად. როკვა, ხლტომა სხვადასხვა რიგითა ტანის მოძრავობითა და რაჲცა სამუსიკოთა საკრავთა და ებანთა ზედა იქმნების მგოსანთა მიერ, როკვად ითქმიან: ცექვა, ბუქნა, კოჭა, თულო, ჩამბალალა, ჯუნდრუკი, ეგრეთვე ფუნდრუკი ვაჟთა და ხუნტრუცი ქალთა. კუალად ფერხისი ანუ ფერხული ვაჟთა და სამაია ქალთა, ხარდიორდა მოგვერდით ფუნდრუკი. კუალად თამაშობა ანუ მღერა ეწოდების შექცევასა ჭადრაკთა, ნარდთა და სხუათა სამორინოთა მიერ, ანუ კენჭებითა, ჩხირებითა, ვეგითა და მისთანათა, ხოლო ნავარდობა არს შესაქცევად სიარული ცხენითა ანუ ქვეითად საამოვნოთა ადგილთა ზედა.
თამბაქო
tambako
(ბალ.) ეს ბალახი უპოვიათ პირველად ამერიკის კუნძულსა შინა, რომელსა ჰქვიან თაბაგო ანუ ტაბაგო და მისგან დარქმევია სახელიცა, ხოლო შემდგომად გაუჩენიათ სხუათაცა ადგილთა. არამედ ქართულად თამბაქოს უხმობენ ჩიბუხით მოსაწევსა თუთუნსა, табак курительный,ταμπάκος, ხოლო ცხვირით მოსაწევსა - ბურნუთი და გლარჯი, нюхательный.
თანა არსი
tana arsi
მისვე არსებისა, მარადის თანად გებული, соприносущный, единосущный.
თანა გამზრახი
tana gamzrachi
თანამზრახველი, საქმის მრჩეველი (ისაი. 9,6), советник.
თანა მაძს, თანამედვა
tana madzs, tanamedva
მმართებს ვალი, ანუ ქვემდებარი ვარ ბრალისა (მატ. 5,21 და 18,24), повинен, должен.
თანა
tana
მნიშნველი მახლობლობისა, მოეკიდების ნათესაობითსა ან მიცემითსა ბრუნვასა, (ფსალ. 1,3 და 22,3), со, с, при.
თანა ბოლოს ლექსთა ებრი (ნახე ამ ასოს დასაბამში).
თანად
tanad
ერთბამად, ერთად, (ფსალ. 34,26 და 39,14), вкупе, вместе.
თანადგომა
tanadgoma
შეწევნა, მოხმარება (ლექსი ესე ხმარებულ არს სიგელთა შინა მეფეთასა), содействие.
თანავარსკულავედი
tanavarskulavedi
ნახე ვარსკულავთ კრებული.
თანავარსკულავედი
tanavarskulavedi
(ვარსკულავკრებული ნახე), созвездие
თანაზიარი
tanaziari
მოზიარე, მონაწილე, საქმესა შინა, ანუ ქონებასა (მატ. 23,30), соучастник.
თანაზრახვა
tanazrachva
ერთად საუბარი, ლაპარაკი, собеседовать.
თანალმობა
tanalmoba
(თანავილმობ, თანამელმის) გულის შეტყივება სხვის მწუხარებაში, соболезновать, -вание.
თანამდები
tanamdebi
მოვალე, ქვემდებარე ვალისა, გარდასახადისა ან ზღვევინებისა (მარკ. 14,62 და 7,41), должник.
თანამდებობა
tanamdeboba
თანადები, მოვალეობა, должность, обязанность.
თანამეგზავე, თანამოგზაური
tanamegzave, tanamogzauri
ერთად მგზავრი, თან მიმავალი, ამხანაგი გზასა შინა, спутник, сопутник, попутчик.
თანამედროვე
tanamedrove
ერთის დროსი, ჟამისა, ერთს დროს ყოფილი სხვასთან, современник.
თანამეინახე
tanameinache
ერთად მჯდომი სხვასთან სერსა, ანუ ტაბლასა ზედა, совозлежащий, сосед за столом.