![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: ლ...
Страницы (по 100 слов): 1 2 3
предыдущая следующая
ლ
l
შეისწავე ასოსა ამისთვის, ვითარმედ ქართულსა მდაბიურსა ლაპარაკსა ზოგჯერ აქუს ჩვეულება, უკეთუ ერთსა ლექსსა შინა არიან ორნი ლ, მაშინ უკანასკნელი ლ შეიცულების რ. მაგალითად, ლბილი - რბილი, წულილი - წურილი, ცალიერი - ცარიელი, ეგრეთვე გარემოქცევით უკეთუ ერთსა ლექსსა შინა არიან ორნი რ, მაშინ უკანასკნელი რ შეიცულების ლ, მაგალითად, ამირახორი - ამილახორი, მარგარიტი - მარგალიტი, მარტჳრი - მარტჳლი, ორჯერ - ორჯელ, სარდარი - სარდალი. ამასთანა ჯერ არს შესწავება, ვითარმედ უკეთუ ადგილობითთა სახელთა შინა არა იპოვების ასო რ, მაშინ ზედშესრულნი მათნი მიიღებენ მარცვალს ური. მაგალითად, მცხეთა - მცხეთური, დიღომი - დიღმური, თელავი - თელავური, თელეთი - თელეთური და სხ. ხოლო უკეთუ არსებითთა შინა იპოვების რ, მაშინ მიიღებენ მარცვალს ული. მაგალითად, გორი - გორული, მუხრანი - მუხრანული და სხ. მარცვალნი ესე ური და ული ეკუთნვიან სადაობასა ნივთთასა, გარნა ოდესცა ითქმის სადაობისათჳს პირთასა, მაშინ ყოველთავე დაერთვის ელი, მაგალითად, (კაცი) მცხეთელი, დიღმელი, გორელი, თელაველი, თელეთელი, მუხრანელი და სხ. კუალად მადლიერი ითქმის მადრიელი, ძლიერი - ძრიელი, არამედ ლელწამი ითქმის ლერწამი, რული - ლული. ამ სახედვე ასონი ლ და ნ ზოგჯერმე შეიცვალებიან ურთიერთისა წილ, ვითარ ლაგაზი - ნაგაზი, ბალანი - ბანალი, გნოლი - გლონი, ლიტრა - ნიტრა, კონსტანტინე - კოსტანტილე და სხ. არამედ ესე უკანონო არს, ანუ მინალთუნი - მილანთული, უზალთუნი - უზანთული, მონაზონი - მოლაზონი.
ლაა, ლია
laa, lia
(მფრ.).
ლაბა, ლაბი
laba, labi
(ხე) ხიჩატელია ერთი.
ლაბა, ლაპა
laba, lapa
ბრინჯის ხარშო, შილაფლავი ან შორვა, кашица.
ტუხტისა, კომშის გულისა და მისთანათა სქელი ნადუღი, ხველის წამლად.
ლაგაზი, ნაგაზი
lagazi, nagazi
(ოთხფ.) ძაღლი მწევრისა და კოფაკის საშუალი (ნახე ძაღლთან), ляговая собака.
ლაგამი
lagami
ცხენთ საკბილი რკინა გრგოლებიანი (4 მეფ. 19,28; ვეფხისტ. 85,223), удило. თ. ლაგამ, ლოხტა.
ლაგანი
lagani
გარდაშლილი ტაშტი უფროვე თიხისა, лохань.
ლაგჳნი, ლაგჳნარი
lag[ჳ]ni, lag[ჳ]nari
პირფართო სარწყული, სარქვანი (ისაი. 5,10; მარკ. 14,13), скудельница, корчаг, ушат, кувшин, водонос, λαγένι, λαγήνα, λαγενάκι
ლადანა
ladana
თეთრი საკმელი სუნნელი, ладон, λάδανον.
ლავაში
lavashi
თხელი და გრძელი პური. ს. ლავაშ.
ლავგარდანი
lavgardani
კედელზედ მიშენებული ვიწრო ბაქანი შნოსთვის, карниз.
ლავირინთო, ლაბირინთო
lavirinto, labirinto
მთა ქვაბებ-მღვიმებიანი, ძნელად შესავალ-გამოსავალი, лабиринт, λαβύρινθος.
ლავიწი, ლავიწები
lavitsi, lavitsebi
გულის კოვზს ზეიდამ ორსავე მხარეს გახიდული ძულები, ключица.
ლავრა
lavra
მონასტერი, მრავალთ მონაზონთ საკრებულო, лавра, большой монастырь, λαΰρα.
ლაზარეთი
lazareti
სასნეულო სახლი, лазарет, больница, λαζαρέτον.
ლაზიერი
lazieri
ჭადრაკის სათამაშოს პაიკებში ვეზირი, ферзь.
ლაზღანდარა
lazghandara
ლიზღი, უშვერად მოხუმარე, нахальный, [балагур].
ლაინა, ლაინი
laina, laini
(მფრ.) ღალღის მსგავსია, агарь.
ლაინი, ლეინი
laini, leini
ნარმა შეღებული, бурмет.
ლაკარტი
lakarti
ბაწრის საგრეხი კავი.
ლაკვა
lakva
ნაგები ჯურღმული (ნახე მთხრებლი).
ლალა
lala
მზარდული, მამამძუძე (ხოლო ბერძულად ბიძა), дядька, λαλάς.
ლალვა
lalva
(ვლალავ) გალალვა, გარეკა მდაბიურად, гнать, прогонять.
კრტიმლობა, შფოთი, შუღლი, (2 კორ. 2,24; იაკობ. 4,1), свара, ссора.
ლალი
lali
წითელი თვალი ძვირფასი (ვეფხისტ. 324, 477), рубин. თ. ლალ.
ლალუკი
laluki
მცბიერი, ვერაგი.
ლამაზი
lamazi
მოხდომილი, საამოვნის შესახედავისა, ან მორთული (ვეფხისტ. 16; ჩახრუხა. 78), прекрасный, приятный. თ. გოზალ, ს. სირუნ. მწყაზარი არს ლამაზზედ მეტი; შვენიერი და შნოიანი სრულის სიკეთით შეფერებული; ტანადი და კენარი, შვენიერი ტანითა; სალუქი - კაცი მოყვარე შემკობისა და მორთვისა, ხოლო ქალთათვის ითქმის კეკელა, კეკლუცი, კოკობზიკა და კოპწია; სანდომი კეკლუცი იყოს თუ დუხჭირი, მაშინც სანახავად საამოვნო, სახიერი - სახითა და საქმითაც კეთილი და ქველისმოქმედი; ნატიფი - მოხდენილად ტანადი; ტურფა - საამოვნოდ შვენიერი და ნარნარი, მკჳრცხე; უსული - ტურფად საამოვნო; ჰაეროვანი - კეთილსახოვნად მოხდენილი.
ლამაზობა
lamazoba
მორთვა, მოკმაზვა (ვეფხისტ. 1111), щеголять, щегольство.
ლამბი
lambi
ლარი, ბაწარი, ანუ თასმა მშვილდისა, სეფქისა და მისთანათა (ნახე საბელთან), тетива.
ლამი
lami
შლამი, შავი ქვიშა საფლობი, ил.
ლამის, ლამობა
lamis, lamoba
აპირებს, ეგულვება, ანუ თითქმის, почти, почитай (ვეფხისტ. 17).
გინა სურვილით მესწრაფების (მუნვე, 360, 981), желать.
ლამპარი
lampari
სანათი, ასანთები კანდელი (მატ. 25,1 და შემდგომი), светильник, λαμπάδα.
ლამუნი
lamuni
(ველამუნები) მიტანება, ნდომით მიწევა, добиваться, домогаться.
ლანგანი
langani
მუშაითთა ხელსაჭერი გრძელი ლატანი.
ლანგარი
langari
დიდი სინი (ლანკანი ნახე).
ლანგი
langi
უმჯობესი სალესავი (ნახე სასრევთან).
ლანდი
landi
მოჩვენება, მოლანდება, призрак, привидение.
ლანდრა
landra
მსხვილი სკლატი, толстое сукно.
ლანკანი
lankani
ლაკანი, ლანგარი, დიდი თეფში (გამოს. 29,3), кош (მატ. 14:8,11); блюдо; ხოლო ზოგად ლანკანი ეწოდების ჭურჭელთა, ტაბლასა ზედა სახმართა სანოვაგისათვის, ვითარ თეფში, ნალბაქი, ფეშვენი, ტმოშტი, სინი, ჯამი, ბარქაში, ფიალი, ფიალჯამი, პაროფსიდი, თასი, ჯამთასი და სხ.
ლანქერი
lankeri
ნახე ლიანქერი.
ლანჩა, ლანჩები
lancha, lanchebi
ფეხსაცმელთ ძირი (ნახე ფსკერთან), подошва обуви.
ლანძვი
landzvi
შეცთომით დაუწერიათ ფანჯარად {ლანძჳ - ფანჯარა - საბას ლექსიკონი}, გარნა საღუთოსა შინა წერილსა ჰნიშნავს მანკანსა, კერასა, საცეცხლურსა ან ცეცხლაპირსა (ნახე კერა) (გამოს. 27,4 და შემდგომი; იერემ. 36,23), огнище.
ლაპარაკი
laparaki
(ვლაპარაკობ) უბნობა, საუბარი, говорить, разговор.
ლაპი, ღლაპი
lapi, ghlapi
(მფრ.) უნაკრტენო მართვე მფრინველთა (ნახე მართვე).
ჯერეთ უბალნო წრუწუნა თაგუთა და მისთანათა.
ლაპლაპი
laplapi
(ლაპლაპებს) ვარვარი, გინა წითლად ელვარება დადნობილთა მეტალლთა.
ლაპოტი
lapoti
დიდი ციცხვი ან ჩამჩა, ковш. თ. ავგარდან(?).
ლაჟვარდი, ლაჯვარდი
lazhvardi, lajvardi
ლურჯი ქვა (ვეფხისტ. 944, 1268), лазурь (камень).
ლაჟი
lazhi
(თევზ.) თ. გუმიშპალუხ.
ლარვი
larvi
ორრიგი მოსავალი ერთს საყანურში.
ლართხი
lartchi
ურემთ ძირის გასაკრავი ფიცარი.
ლარი
lari
განძი, ხაზინა, საუნჯე, სალარო, საჭურჭლე (ვეფხისტ. 55; ჩახრუხა. 18), казна, казначейство.
ლარი
lari
კუმაში, ნაქსოვი ფარჩა, шелковая материя, ткань.
ლარი
lari
ხვასტაგთ ნაწლევი შეგრეხილი მშვილდის ლამბად, გინა ძალად საკრავთა (ნაუმ. 3,8), струна или тетива.
ლარნაკი
larnaki
ლუსკმა, ქვათა ანუ მეტალლთაგან შემზადებული საცავი წმიდათა ნაწილთა, урна, ваза, или рака св. мощей, λάρναξ.
ლარო
laro
ბადის პირი, კალატოზთ ბაწარი, კედელთ საშენებელად გასაბმელი, რომელსაც გაასწორებენ თარაზოს შვეულით.
ლასლასი
laslasi
(ლასლასებს) უღონოდ სიარული ან ფრენა (ნახე სიარულში).
ლასტი
lasti
წკეპლებისაგან დაწნული ჭილობი.
ლატანი
latani
წურილი და გრძელი ხე, жердь.
ლაფათინი
lapatini
დგიმი, ფეიქართ საქსოვრის სავარცხელი ლერწმის ჩხირებისგან შექმნილი, [гребень].
ლაფანი
lapani
ხეთ ქერქი გრძლად დახეული შესაკრავად რასამე (ნახე ქერქთან).
ლაფერი
laperi
ფართო კოვზი, საჭმელთ გასაყოფი, разливная ложка. თ. სუფრაყაშული [არაბ.].
ლაფი
lapi
თხელი ტალახი, жидкая грязь.
ლაქი, თუ ლუქი
laki, tu luki
ზუმბური, сургуч.
ლაქლაქი
laklaki
(ლაქლაქებს) ლაშლაში.
ლაქუცი
lakutsi
(ელაქუცება) ძაღლის ალერსი.
ლაღანაკი ან ლოღარიკი
laghanaki an loghariki
ცალსასწორა, безмен. თ. ყანთარ [არაბ.].
ლაღანოსი
laghanosi
პურით ტაფამწვარი, хлебенное.
ლაღი
laghi
გარდამეტებით კადნიერი (რამაელ. 1,30; ვეფხისტ. 395), величавый, наглый, дерзкий, грубый, нахальный.
თამამი, გამბედავი, ანუ ნებიერი (ვეფხისტ. 65, 97, 122, 422), смелый, резвый, вольный, смельчак.
გარეული, ქსუ (მუნვე, 581), дикий.
ლაღობა
laghoba
(ვლაღობ) ზდილურად გაბედვა ხუმრობისა (ვეფხისტ. 60, 80, 83, 1366), смело обходиться, резвиться.
ალერსობა ერთმანეთთან (მუნვე, 136, 899, 1089), любоваться, вольничать.
განუკრძალველი კადნიერება, наглость, дерзость, нахальство.
ლაღოზა
laghoza
წურილი სარი.
ლაყაფი, ლაყბობა
laqapi, laqboba
უგვანი საუბარი (ვეფხისტ. 1587), враки, враньё.
ლაყუჩი
laquchi
თევზთა ღაწუთა შორის ნაკეც-ნაკეცი ღრაჭები წყლის გამოსაშვები, жабры
ლაშა, ლასა
lasha, lasa
ასურთა [?] ენითა: მანათობელი, ანუ ბრწყინვალე. სახელი ესე ეწოდა თამარ მეფის ძეს გიორგი IV (ჩახრუხა. 9, 35, 95), ამისგან დაურქმევიათ ლაშაის, ანუ ლაშარის ჯუარი. სჩანს, რომელ ნაქონი მისი არს და ფშავ-ხევსურნი ფრიად ესვიან მას და პატივსცემენ.
ლაში, ლაშები
lashi, lashebi
ზემოთი ან ქვემოთი ბაგე, კბილთ დამფარველი, губа, губы.
ლაშლაში
lashlashi
(ლაშლაშებს) ტარტარი, მრავალი და ცუდი ლაპარაკი.
ლაშქარი
lashkari
სპა, ჯარი საომრად განმზადებული, ანუ მხლებელი მეფისა (ვეფხისტ. 44, 55 და შემდგომი), войско, воинство.
ზოგგან: სიმაგრე, სანგარი (ლუკ. 19,43), острог, окоп.
ლაშქრის მძღვანი
lashkris mdzghvani
სარდალი, ერისთავი, მხედართმძღვანი, სპასპეტი (ეზეკ. 23,12), воевода.
ლაჩკვია
lachkvia
ცაცია, ტაკვია, მარცხენის ხელის მხმარებელი, левша.
ლაციცობა
latsitsoba
(ველაციცები) აშიკთ ალერსი, თამაშობა (ვეფხისტ. 1143), любоваться.
ლაწირაკი
latsiraki
მოუსვენარი, დაუდერაგი, ცელქი, გველაძუა ბოვში, шалун, повеса, зверёк.
ლახანა
lachana
(ბალ.) თავდახვეული კომბოსტო, ვიეთნი უხმობენ ალხანად, кочанная капуста, λάχανα.
ლახვარი
lachvari
პირფართო საჭურველი რკინისა ბუნგრძელი (იოან. 19,34; ვეფხისტ. 4), копье. ეგრეთვე შუბი, ჰოროლი და ანკინაკი არიან ორპირი, ბუნგრძელი და არა ეგოდენ ფართო; კინენი იგივე, არამედ ტარმსხვილი; გმური პირფართო და ბუნგრძელივე; სათხედი და მაზრაკი ბუნმოკლე, ვიეთნი ხელშუბას უხმობენ; გეონი მოწლო, პირსამძგიდე, ბუნზომიერი, რომელსა სპარსნი ხელად იპყრობენ სიმსუბუქისათვის, ხიშტი, ანუ სპადა პირგრძელი, ძგიდემოკლე ტარკოტა; ლიბანდიკი და ზუფანი მსგავსი გეონისა, ბუნმოკლე, შორით სასროლი.
ლახლახი
lachlachi
ლაღლაღი, ანუ ლასლასი (ნახე სიარულში).
ლახოსტაკი
lachostaki
თმათ საღებავი წიდა გადამდნარის რვალისა, кровавик.
ლახტი
lachti
საცემი ან საომარი, გრძელი, უტარო მათრახი, დაწნული თასმისაგან, ანუ მეტალლისა (ნახე მათრახთან) (ვეფხისტ. 645, 1099).
ლაჯი
laji
ერთს ნაბიჯზედ ფეხების განშორების დგომა (ნახე ბიჯი), шаг.
ლაჯიანი
lajiani
ნელა მოსიარულე, ზარმაცი.
ლბილი
lbili
რბილი, ჩჩვილი, ქორფა, არა მაგარი (ვეფხისტ. 5, 1454, 1457), мягкий.
ლბობა
lboba
(ვალბობ) დასველება, დარბილება, размягчать, размачивать.
ლბუნება
lbuneba
კურნება სალბუნითა (ოსე. 6,2), уврачевать.
ლებანი
lebani
ნიგუზის გულის ნახევარი.
ლები
lebi
ლიბრი, დალურჯებული (ვეფხისტ. 299, 491, 703; ჩახრუხა. 100), багровина.
ლეგა
lega
ნაცრისფერი (რუხასთან ნახე), серый.
ლეგატი
legati
რომის პაპის ელჩი, დესპანი (ნახე მოციქულთან), легат, legatus.
ლეგეონი, ლეგიონი
legeoni, legioni
გუნდი მხედრობისა ძველთა რომაელთასა (მარკ. 5,9), легеон, legio, -onis; თჳთოს ლეგეონს აქუნდა 3000, ანუ 6000 და ვიდრე 10.000 კაცი, ხოლო მეოთხედი ნაწილი ლეგეონისა იყუნენ ცხენოსანნი და და სხუანი - ქვეითნი. ლეგეონი განიყოფებოდა კოჰორტებად, cohorta. თჳთოს კოჰორტას აქუნდა 500 კაცი და კოჰორტა - 5 ცენტურიად, რომელია 100 კაცი, centuria.
ლევა
leva
(ვილევი) შელევა, დათმობა (ვეფხისტ. 806).
ლევა, ლევნა
leva, levna
(ვლევ, ვილევი) მოკლება (ვეფხისტ. 17, 953), истощать, -ся, убывать. ზმნა ესე მიიღებს სხვადასხუათა ზედდადებულთაგან მრავალგვართა მნიშნველობათა: აღლევა, განლევა, დალევა, მოლევნა და სხ. (იხილენ თვისთა ადგილთა).
ლევიათანი
leviatani
(ქვეწ.) ხვითქი, კორკოდილო, ანუ ურჩხული, левиафан.
ლევინტონარი
levintonari
მოკლე მაზარა, საბეჭური მონაზონთა.
ლეზვი
lezvi
თხელი დორბლი (ხრასტი ნახე), слюна.
ლეიბი
leibi
მატყლის დოშაკი, тюфяк. თ. ნაალ [არაბ.].