![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: მ...
Страницы (по 100 слов): 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
предыдущая следующая
მ
m
ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდ~ის - მარადის, მრ~თ - მიმართ ანუ მომართ, მ~რ - მიერ, მღ~დლი - მღუდელი და ძველებურად მ~ფჱ - მეუფე.
ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:α. არსებითთა სახელთა და ნიშნავს:
1. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.2. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.3. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
4. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
5. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი (ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
δ. ასო მ დაერთვის ზმნათაცა:
1. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
2. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).
მაარსი
maarsi
არსების მომცემი, არსებად მომყუანი (ითქმის ღუთისათვის), сый осуществитель, ებრაულად იეჰოვა, Иегова.
მაბადია, გაბადია, აბადია
mabadia, gabadia, abadia
და შემდგომი მაქუს, иметь.
მაგალითი
magaliti
ანდაზა, სახე, მორფი (იერემ. 19,22; ჩახრუხა. 51), пример.
მაგარი
magari
მტკიცე, ძნელად გასატეხი (ისაი. 36,1; ვეფხისტ. 5), твердый, крепкий, жёсткий.
მაგდენი, მაგოდენი
magdeni, magodeni
ეგეოდენი, მაგის ტოლი.
მაგიდა
magida
ტაბლა, მაღალი სუფრა, ფეხედი, стол.
მაგიერი
magieri
მოადგილე, მონაცვალე, наместник, преемник, или поверенный.
მაგოლი
magoli
თივის ბულული, ანუ ძირეული, копно сена.
მაგრა, მაგრამ
magra, magram
(კავშირი) გარნა, არამედ (ვეფხისტ. 407, 409), но, однако.
მაგრილებელი
magrilebeli
(ხე) ბორობანი.
მაგრობალი
magrobali
(მფრ.) კრუხი კვერცხებზედ მჯდომი.
მადა
mada
საზრდელის ნდობა, аппетит. თ. ჰიშტაია [არაბ.].
მადანი
madani
ლითონის ქანი, рудник, завод.
მადაური, მანდაური
madauri, mandauri
პური ფართო და განიერი.
მადე
made
სკა, რომელშიაც ჩასხმენ შინაურთა ფუტკართა და დაუტევებენ ველსა ზედა მოსანადირებლად გარეულთა (ნახე სკა).
მადლი
madli
ნიჭი ანუ ძალი, ზეგარდმო მოცემული კაცისადმი აღსასრულებლად ნებისა ღუთისა (რომაელ. 1,5 და 1 კორ. 15,10), благодать. ს. შნორ.
მოწყალებით მიხედვა, სიყვარული (დაბად. 39,3; გამოს. 3,21; საქმ. 7,46).
შვენიერება, შნო (ფსალ. 44,2; იგავ. 4,9).
სათნოება, ქველისმოქმედება, კეთილი საქმე (ზირაქ. 7,36).
დამადლება, მაგიერის გარდახდა (ვეფხისტ. 626), благодарность.
მდაბიურად: ბარაქა, უხვება. კუალად ითქმის მადლია, ცოდვაა (ვეფხისტ. 271), богоугодно, или грешно.
მადლიანი
madliani
კეთილი, სახიერი, ქველისმოქმედი, добрый, добродетельный.
მადლიერი, მადრიელი
madlieri, madrieli
სიკეთის მახსოვარი მადლობით, ანუ გულსავსე (ვეფხისტ. 382), благодарный, довольный.
მადლიერობა, მადრიელობა
madlieroba, madrieloba
გამოცხადება მადლობისა, გულსავსებისა (მუნვე, 143), благодарение, удовольствие, благоволение.
მადლის გარდახდა
madlis gardachda
კეთილისა წილ კეთილის მიგება საქმით, ანუ თაყვანისცემით, поблагодарить, отблагодарить.
ნიშნობა, დანიშნვა ქალ-ვაჟისა საქორწილოდ, сговор, помолвка.
მადლობა
madloba
მოხსენება ანუ აღხსენება მადლისა, ღუთისა მიერ ჩვენზედა მოვლენილისა და სიხარულით აღიარება მისი, ეგრეთვე კაცთადმი მადლის გარდახდა (1 ტიმ. 2,1), благодарение, благодарность.
მადლობა
madloba
მადლის გარდახდა, შეწირვა (1. კორ. 1,4; ეფეს. 5,20), благодарить.
მაეგობა
maegoba
ბაასი, პაექრობა, ვარჯისი, გამოძიება მეცნიერებისა საუბრით, ანუ წერილით, диспут, или упражнение литературное.
მაედანი
maedani
(ნახე მეიდანი) მეიდანი (ვეფხისტ. 353).
მავასხებელი
mavaschebeli
მოვასხე, ვალის მიმცემი (ისაი. 24,3; ლუკ. 7,41), заимодавец.
მავთული, მართული
mavtuli, martuli
მსხვილი აშკა, სიმი მეტალლთა, проволока.
მავი
mavi
მხიარული ფერი, ლურჯი, ანუ მომწვანო, μαβής, [μαβύς], μαυής, голубой.
მავნე
mavne
მავნებელი, ძვირის შემამთხვეველი (ნახე ავი, მავნე) (ვეფხისტ. 801).
მაზარა
mazara
მანდჳა, პალეკარტი, შავი შავი ზედწამოსასხამი, საბერო, მხრებში ნაოჭებიანი, монашеская мантия.
მაზეგ
mazeg
ზეგის შემდგომს დღეს.
მაზლი
mazli
ქმრის ძმა, деверь.
მაზლისცოლი
mazlistsoli
შილი, ორთა ძმათა ცოლნი არიან შილნი, золовка.
მაზმანი
mazmani
ბალნის თოკთ მგრეხელი.
მაზმაროთი
mazmaroti
სააბანოვე დიდი ტასტი (იერემ. 52,19), умывальница.
მაზრა
mazra
თემი, სამოურავო, საერისთავო, округ, провинция.
მაზრაკი
mazraki
შუბი (ლახვართან ნახე) (იოელ. 3,10; შავთ. 19), копье, ხოლო (იერემ. 6,23) ფარი, щит.
მაზრაპეტი
mazrapeti
მაზრის მოურავი, განმგებელი, სატრაპეტი, ნაიბი, воевода, наместник, сатрап. თ. ჯანიშან [სპ.].
მათარა
matara
ნატის სასმისი, შეკერილი ოთხკუთხედ (ნახე თხიერი).
მათითა
matita
ფეიქართ საქსოვრის სამართი.
მათოთი
matoti
(ბალ.) შხამა ბალახი, болиголов, омег.
მათრახი
matrachi
ტარიანი ცხენთ საწკეპავი სამ-ოთხ ღერი (ვეფხისტ. 86,95), кнут. ტაჯაგანიც ამგვარი არს, ხოლო შოლტი ძირს მსხვილად დაწნული და გრძლად თასმამობმული, ხართ საწკეპავი ლახტი და ჩელტი, უტარო, დაწნული თასმისა, ანუ მეტალლისაგან, ხოლო ჩალიჩი არს ტილოსგან.
მათხაბი
matchabi
ციბრუტი, бурав, terebra.
მათხირი
matchiri
მცირე ხის კასრი, კოდის ნახევარი (კოდი ნახე).
მაია
maia
თავნი, სათავნო ამხანაგთა, капитал, артель.
მაიმუნი
maimuni
(ოთხფ.) ქია, ანთარი, პითიკი, ციდამტკაველა (2 ნეშტ. 9,21), обезьяна, μαϊμοϋ.
მაინც
maints
მაშინც, უკანასკნელისაებრ ღონისა, все-таки, или по последней, крайней мере.
მაისი
maisi
ვარდობის თთვე (ნახე ზოდიაქოსთან), май, μαϊος.
მაკე
make
(ოთხფ.) ორსული ხვასტაგი, брюхатая (относительно к животным), გარნა რუსულად ითქმის ფურთათვის стельная, ცხვართათვის суягная, ცხენთათვის сужеребая და სხ.
მაკება
makeba
(მაკდების) ორსულქმნა (დაბად. 30,40), зачинать.
მაკვილაკი
makvilaki
სიტყჳთ მაწყინარი, курьезный.
მაკინტალობა
makintaloba
მძუნაობა ზროხათა, კამბეჩთა და მისთანათა (ნახე ხურაობა).
მაკრატელი
makrateli
ორკეცი იარაღი სარისველი.
ანუ მოსაკვეცი, ножницы. თ. მაზახ, დუქარდი [არაბ.], მგრატ.
მაკუკი
makuki
ანძაზედ შემოხვეული თივა.
ანუ თივის ზვინი.
მალა
mala
ზურგის ძულის ნაკვეთი.
მალაკი
malaki
მცირე სფირიდი (მამათ. ცხ. 7,15).
მალამო
malamo
სალბუნი, ემპლასტრო, пластырь. თ. მაჰლამ.
მალაღური
malaghuri
(მფრ.) иволга, или ремез.
მალაჩინი
malachini
(ხე) წურილი კომში ან მსხალი საუკეთესო და გემრიელი.
მალემსრბოლი
malemsrboli
გაგზავნილი საქმეზედ, ანუ წერილებითურთ, курьер, гонец. თ. ჩაფარ.
მალე, მალიად
male, maliad
მსწრაფლ, საჩქაროდ, სწრაფად, (ისაი. 8:1,3), скоро (იერემ. 48,16; ვეფხისტ. 262), скороспешно.
მალვა
malva
(ვმალავ) დაფარვა, მიფანიერება, დამალვა, скрывать, прятать.
მალი
mali
ჩქარი, სწრაფი (ნახე მალიად).
მალი
mali
ნახე ხარაჯა.
მალი
mali
ერთი მხარე სართულისა (ნახე დარგი).
მალიგორად
maligorad
თანშეზომით, ბევრს ბევრობით და ცოტას ცოტაობით (სამართალი ვახტ.), соразмерно, пропорционально.
მალოქი
maloki
(ბალ.) მალვა, ბალბა (იობ. 24,27), злак.
მამა
mama
მშობელი, მამაკაცი, ვისცა უსხენან შვილნი (მატ. 15,4), отец.
მამად იწოდების ღმერთი, ვითა დამბადებელი ყოველთა.
მამად ითქმის სულიერი მოძღვარი და სხვანი სამღუდელონი.
ზოგჯერ ჰნიშნავს მამრსა მამაცსა (ვეფხისტ. 785), мужчина, молодец.
მამათმავლობა
mamatmavloba
სოდომური ცოდვა, мужеложство.
მამათმთავარი
mamatmtavari
მამათმამა, წინაპარი ნათესავობისა, ანუ ერისა (საქმ. 2,29 და 7,8 და შემდგომი), отценачальник, патриарх.
ესრეთ იწოდებიან ოთხნი უმთავრესნი მსოფლიონი ეპისკოპოსნი, патриарх вселенский.
და შემდგომად მათსა რომელნიმე სამღუდელონიცა მამასახლისნი, ვითა რუსულად благочинный.
მამაკაცი
mamakatsi
კაცი მამრი (რომაელ. 11,4 და შემდგომი; 1 კორ. 7,16), муж, мужчина.
მამალი
mamali
ბუნებით მამრი ცხოველი: ოთხფერხი, მფრინველი, თევზი და სხ., самец, ვითა დედალი, самка.
განთჳსებით ეწოდების მამალსა ქათამსა, петух.
მამალ-დედლობით ითქმიან ნივთნიცა უსულონი, ვითარ ხრიკი, დუგმა, აბზინდიანი ბალთები და სხ.
მამალ-დედალთა რომელთამე ცხოველთა ჰქონან განთჳსებულნი სახელნი მოდგმისაებრ მათისა, ვითარ ხარი და ფური, ახტა და ხრდალი, ვერძი და ნერბი, ტახი და ნეზვი, ხვადი და ძუ და სხ. (იხილენ მათთა ადგილთა).
მამამთილი
mamamtili
რძლისთვის ქმრის მამა, свекор, ხოლო ქმრის დედა (ნახე დედამთილი), свекровь.
მამამძუძუ
mamamdzudzu
მზარდული, ლალა, გამზრდელი კაცი (4 მეფ. 10,1), пестун, кормитель, дядька.
მამასახლისი
mamasachlisi
საქართველოსა შინა მეფობის ხარისხის შემოღებამდე ეწოდებოდა უხუცესსა ქართლოსის შთამომავლობათგანსა, ვითა უაღრესსა მმართებელსა და მოსამართლესა, მსგავსად ძველთა რომაელთა Pater familias.
აწ სოფელთა შინა უხმობენ ქევხასა, ანუ ნაცვალსა, сельский староста.
მონასტერთ მამასახლისი (ნახე წინამძღვართან), благочинный в монастырях.
მამაშვილობა
mamashviloba
რაჲსა-მიმართობა მამისა შვილისადმი, საზოგადოსა შინა საუბარსა ხშირად იხმარების ლექსი ესე. მაგალითად: თუ მამაშვილობა გრწამს (ძალითად მდებარე არს, გაფიცებ), სწორედ მითხარ, заклинательное, или убедительное; ეგრეთვე პასუხი: მამაშვილობამ (იცის), სწორედ გეუბნები, уверительное; მსგავსად ამისსა იგულისხმე ლექსთათვის; დედაშვილობას და დედაშვილობამ, შენს გაზდას და შენმა გაზდამ, შენს მზეს და შენმა მზემ (ვეფხისტ. 692, 1286, 1293). მზე აქა ჰნიშნავს გარდაღებულად სიცოცხლეს. ამათგან დასაფიცებელნი იხმარებიან უხშირესად უფროსთაგან უმცროსთადმი, ვითა რუსულად пожалуйста, ხოლო დასაჯერებელნი უმცროსთაგან, ვითარმედ თავმან ჩემმან, თავსა ჩემსა (ვეფხისტ. 66) და მრავალნი ამგვარნი ითქმიან უაღრესთათვის.
მამაცი
mamatsi
ვაჟკაცი, მხნე მამაკაცი (ვეფხისტ. 789), молодец, храбрец.
მამეული, მამისეული
mameuli, mamiseuli
მამისგან დაშთენილი რამე, отцовский.
მამიდა
mamida
მამისდაჲ, тётка по отце, отцова сестра.
მამითადი
mamitadi
ნადიმი, პურობა მომკალთა მუშაკთათვის (ნახე სარი), помощь. სოფელთა შინა მებატონე, ანუ მოსახლეთაგანი ვინმე ჟამსა მკისასა განამზადებს ნადიმსა და მოიწვევს მეზობელთა თჳსთა მოსამკავად თჳსის მოსავალისა. ამისთვის ითქმის: დღეს ამა და ამ კაცს მამითადი აქუს, ანუ ჰქონდა.
მამინაცვალი
maminatsvali
მეორე ქმარი ვისისამე დედისა, вотчим.
მამობილი
mamobili
მამადხმობილი ვისიმე, ანუ მამის მაგიერი, званный отец.
მამობრივი
mamobrivi
მამისად შესაბამი, отеческий.
მამონა
mamona
სიმდიდრე, ანუ სიმდიდრის ღუთაება (მატ. 6,24), мамона, μαμμωνάς.
მამრი
mamri
ბუნებითად მამალი ცხოველი, мужской пол.
მამაკაცი (დან. 3:8,12), муж, мужчина.
მამრობითი სქესი
mamrobiti skesi
ანუ ნათესავი, ღრამმატიკულად სახელნი მამრთანი, мужской род (в грамматике).
მამული
mamuli
სამშობლო ქვეყანა (ლევიტ. 2:5,10; მარკ. 6,1; ლუკ. 4,23 და შემდგომი), отечествие, отечество, отчизна.
მამა-პაპისაგან დანაშთენი უძრავი ქონება, вотчина, поместье, родовое имение.
მამულის პატრონი
mamulis patroni
ადგილის მებატონე, вотчинник, помещик.
მამხობელი
mamchobeli
(ბალ.) თესლი პურის მაშავებელი, головня.
მანა
mana
მომცრო მარგილი, ანუ პალო (გამოს. 27,19), гвоздь (მსაჯულ. 4,21), кол, спица.
მანათი
manati
მანათობელი, светящийся, გინა მანეთი, მონეთი.
მანანა
manana
ზეცით შთამოცვივნული საზრდელი, მსგავსი ქინძის თესლისა, ფერით თეთრი და გემოთი ტკბილი, მზე დაადნობდის. ებრაულად მანანა, რაჲაო; რამეთუ პირველად რა იხილეს, იკითხვიდენ რაჲაო? და მით ეწოდა მანანა (ფსალ. 77,24), манна, μάννα.
აწ მანანად უხმობენ რომელთამე ხეთა ნაწვეთსა, გამხმარსა და ტკბილსა.
მანაჲ
mana[ჲ]
შესაწირავი (იერემ. 4,5; ბარუქ. 1,10; ეზეკ. 45,25), дар, жертва.
მანგალი, ნამგალი
mangali, namgali
სამკალი, იარაღი (მარკ. 4,29), серп. ს. მანგალ.
მანგანა
mangana
რკინის ქანჩი, მჭედელთ იარაღი, тиски. μάνγανος.
მანგი
mangi
მარგალიტი (ხოლო თათრულად მთვარე) (ვეფხისტ. 120), განმარტებაში бисер.
მანდათურთუხუცესი
mandaturtuchutsesi
უფროსი მათი. თ. ეშიკაღაბაშ.
მანდათური
mandaturi
იასაული, ხელჯოხიანი, მეფეთ გარემდგომი, ეჯიბი.
მანდაური, მანდარი
mandauri, mandari
(ნახე მადაური) ანუ მაგ ადგილისა.
მანდიკი
mandiki
ხურჯინი, ანუ იახტანი (ვეფხისტ. 442).