![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: ნ...
Страницы (по 100 слов): 1 2 3 4 5
предыдущая следующая
ნ
n
ასო ნ ზოგჯერმე იხმარების ნაცულად ლ და მ (იხილენ ასონი იგი).ასოსა ამის მარცვალი ნა დაერთვის თავად:α. არსებითთა სახელთა და ზოგჯერ ზედ შესრულთაცა და ჰნიშნავს:
1) სამნეოდამ გარდადგინებულთა, ანუ შეცვალებულთა მდგომარეობისაგან თჳსისა: ნაბატონარი, ნაყმევი, ნასიძარი, ნარძლევი, ნაქურივალი, ნახუცარი, ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნასახლარი, ნავენახობი. ეგრეთვე: ნაავანდყოფარი, ნამარხულევი, ნამსგავსები და სხ. (იხილე სა).
2) თან შეერთებასა, ანუ კუთნვილებასა რასმე: ნაანდერძევი, ნამზითვი, ნაკერპავი, ნაღვინევი, ნააბანოევი, ნასადილევი, ნაძირალი და სხ.
3) ნადგომსა, ან ნიშანდაჩნეულსა: ნაკბილარი, ნამუხლი, ნაფეხვარი, ნატერფალი, ნამუწუკარი, ნაბანაკევი და სხ.
β. რიცხჳთთა სახელთა და ჰნიშნავს კერძოსა: ნაოთხალი, ნაათალი, ნაასალი და სხ.γ. მიმღეობათა ვნებითთა განვლილისა დროჲსათა: ნაბანი, ნაკერი, ნავალი, ნაგები, ნაკეცი, ნამუშავარი, ნამძინარევი, ნამზადი, ნაპარსი, ნარგები, ნაქმარი, ნაშრომი, ნასწავლი, ნაწერი, ნახმარი და სხ.მიმღეობანი ესე იქმნებიან:
1) სხვადასხჳსა დამნიშნველნი სინონიმნი, მაგალითად, ნაბანი, რაჲცა განბანილ არს, ანუ წყალი, რომლითაცა განბანილარს; ნამუშავარი, ვისცა უმუშავიეს, ანუ რაჲცა უმუშავიეს; ნასწავლი; ვისცა უსწავიეს, ანუ რაჲცა უსწავიეს. ეგრეთვე ნაუბარი ნალაპარაკევი, ანუ უბეში ნადები. კუალად ნაუბრანი ნალაპარაკევი, ანუ უბანყოფილი; ნავალი ნასიარულევი ადგილი, გინა კაცი, ანუ ვალად აღებული.
2) ესევე მიმღეობანი იხმარებიან არსებითად სახელადცა: ნაღები, ნახნავი, ნათლული, ნახევარი, ნაპრალი, ნასხლევი, ნაქსოვი, ნაშენი, ნაგავი.
δ. კუალად იხმარების მარცვალი ნა რთულთა და სხმითგარდასლვითთა ლექსთა შორის საშუალ: გულნაკლული, სახელნართაული, ზედნადები, ღვინონასვამი, წყალნარევი, ჭიანაჭამი, ჭირნახული, ხელნაწერი, ჭირნახადი. ანუ: აღნაგი, აღნადგინები, აღნაქუსი, განაჩენი, მონაგარი, მონაღვაწი, შენამსგავსი, შენაძენი, წანაგები, წანართმევი, წანაღები და სხ.
ε. კუალად ასო ნ იხმარების ბოლოდ ზმნათა და საკუთრად მექონთა ასოსა მ პირველისა პირისა მაპიროვნებელად, ოდესცა ძიება მათი არს მრავლობითი. მაგალითად: მაქუს წიგნი, მაქუნ წიგნნი, ანუ მქონან წიგნები; მეგულება წიგნი, მეგულებიან წიგნები, წიგნნი. ეგრეთვე სხუათაცა პირთა, რიცხუთა და დროთა შინა: გაქუს, გაქუნ, გქონან; აქუს, აქუნ, ჰქონან; გუაქუს, გუაქუნ, გუქონან და სხ. მქონდა, მქონდნენ; გეგულება, გეგულებიან, მეგულებოდა, მეგულებოდნენ და სხ.
ეგრეთვე დაერთვის ზმნათაცა ვ გაპიროვნებულთა სრულთა დროთა შინა: დავსწერე წიგნი, დავსწერენ წიგნნი; დასწერე წიგნი, დასწერენ წიგნნი; დაასხა ხელი, დაასხნა ხელნი და სხ.
ნააბანოევი
naabanoevi
აბანოში ბანებული, мывшийся в бане.
ნაადგილევი
naadgilevi
დაჩნეული, ანუ ნადგომი ადგილი.
ნაავად[მ]ყოფარი
naavad[m]qopari
ახლად მორჩენილი ავადობისგან, недавно выздоровевший, выздоравливающий.
ნაათალი
naatali
ათისთავი, მეათადი, ნაწილი მეათე, десятая доля, десятина.
ნაალი
naali
ლეიბი, ბათქუნი, тюфяк.
ნაანდერძევი
naanderdzevi
ანდერძით ნარგები, достающийся, следующий, или полученный по завещанию.
ნაასალი
naasali
მეასედი, ასისთავი, сотая часть, доля.
ნაბადი
nabadi
მოთელილი საფენი მატყლისა, войлок.
წამოსასხამი ღართი (ვეფხისტ. 1268), бурка, епанча.
ნაბადი, ნაბადები
nabadi, nabadebi
ნაქმარი, დაბადებულ ქმნილი, ანუ ნაქონები.
ნაბათი
nabati
ნობათი, ნაღარა.
ნაბამი
nabami
ნახე ბმა.
ნაბანაკევი
nabanakevi
ნაადგილევი, ბანაკთ ნადგომი ადგილი, место, где был стан, лагерь.
ნაბანი
nabani
წყალი, რომელშიაც გაბანილა რამე, помойки, [мытий, {мытый} купавшийся].
კუალად უწოდებენ აიაზმასა ხატთა და წმიდათა ნაწილთასა.
ნაბატონარი
nabatonari
ბატონ ყოფილი ვისიმე, бывший господин отпущенного на волю.
ნაბერწკალი, ნაპერწკალი
nabertskali, napertskali
ცეცხლის ნაწილი უმცირესი (ნახე ცეცხლთან), углие, искра (ფსალ. 17,12).
ნაბიჭევი
nabikhevi
ნახორხალი, ნამტურევი, ნამცეცი პურისა (მატ. 15,27), крупица, крошка.
ნაბიჭვარი
nabikhvari
ბუშის შვილი, незаконнорожденный.
ნაბიჯი
nabiji
სივრცე ფეხის გარდანაცულებისა (ნახე ბიჯი), шаг.
ნაბოლოვარი
nabolovari
ბოლონდელი, ბოლოდ დროისი, უკანასკნელი, последний.
ნაბრძვილი
nabrdzvili
ბრძვილის დანაჩნევი ადგილი.
ნაბუნიობი
nabuniobi
მზის მობრუნება საზაფხულოდ ან საზამთროდ (ნახე ბუნიობა).
ნაბძანები
nabdzanebi
ნახე ბძანება.
ნაგავი, ნაგევი
nagavi, nagevi
მონაცოცხი, დაგვილი, ცუდმადი გარდასაყრელი (ფილიპ. 3,8), умет, сор.
ნაგაზი
nagazi
(ოთხფ.) ლაგაზი ნახე.
ნაგები
nagebi
შენობა, ნაშენობი, здание, строение.
ნაგერალი
nagerali
(ბალ.) მომკილს ნახნავზედ, მეორეს წელიწადს დაუთესავად მომკილი პური, ქერი და მისთანანი.
ნაგლეჯი
nagleji
ნახევი, ნაჭერი.
ნაგუდალი
nagudali
წიბწა, გურკა ჭაჭისა (გამოს. 6,4), кость, косточки винограда.
მგბარი სკიჭი, ჩამიჩი (ოსე. 3,1), варение.
ნაგუზალი
naguzali
(ნახე მუგუზალი), головяшка.
ნაგჳრგჳნევი
nag[ჳ]rg[ჳ]nevi
გჳრგჳნნაკურთხი, ნაქორწილევი, обвенчанный.
ნადგომი
nadgomi
ნასადგომევი, სადაც მდგარა ვინმე ანუ რამე.
ნადები
nadebi
ასუნებული ხორცი, თევზი და სხვა სანოვაგე, тронувшееся мясо, рыба.
ნადი
nadi
მუშაკობა მრავალთაგან მამითადი, дружина, толпа рабочих.
ნადიმი, ნადიმობა
nadimi, nadimoba
სტუმრობა, წვეულობა (ვეფხისტ. 57,72, 328, 364 და შემდგომი), пир, пиршество (ნახე სერი).
ნადირი
nadiri
(ოთხფ.) ველური ცხოველი (ფსალ. 49,10), зверь, дичь (დაბად. 27,3), лов.
ნადირობა
nadiroba
დევნა ნადირთა, ოთხფერხთა, მფრინველთა, თევზთა და სხ. (დაბად. 25,27 და შემდგომი; ვეფხისტ. 74, 156), ловитва, охота.
(ვნადირობ) დაჭერა ნადირთა, ездить на охоту, ловить зверей, птиц, дичь, рыб и т.п.
ნადობა
nadoba
(ვნადობ) ნადად მუშაკობა, дружно работать.
ნაეშმაკარი, ნაეშმაკევი
naeshmakari, naeshmakevi
ეშმაკობით ნაქმარი.
ნავალი
navali
ნასიარულევი ადგილი, следы, или проложенная дорога.
ნავარდი
navardi
ხლტომა, ფრენით სლვა (შავთ. 29), скачок, скока, прыжка.
ნავარდობა
navardoba
(ვნავარდობ) სეირნობა, ჭექცევით სლვა (ნახე თამაშობა და სიარული), гулять.
ნავენახობი
navenachobi
ვენახის ადგილიაოხრებული, запущенный, или запустелый виноград.
ნავთი
navti
მიწის ცხიმი, შავი ანუ თეთრი (დან. 3,46), нефть, невть, деготь.
ნავთსადგური
navtsadguri
ლიმენა, ზღჳს პირს დასადგომი ადგილი ხომალდთა, უშიშარი ღელჳსაგან და დანთქმისა (საქმ. 27,12; ვეფხისტ. 630), пристанище, пристань, гавань.
ნავი
navi
ზოგად ყოველი ხის ნაგები წყალთა შინა სავალად (მატ. 4,21 და შემდგომი, 8,23 და შემდგომი; საქმ. 20,13 და შემდგომი; ფსალ. 103,26; ვეფხისტ. 1027 და შემდგომი), корабль, судно, Navis. უმცირესსა შთასაჯდომსა ერთის კაცისასა ეწოდების ნუშა; მისს უდიდესს - ვარცლი და სხუათა შთასატევნელთა ვიდრე ათადმდე, ოცად, ორმოცად და ასადმდეცა კაცთა ჰქვიანთ: სანდალი, ზარბუნე, კანჯო, კარაპა, კარაჭაპა, კატარღა, ნავტიკი, ოლაჭკანდერი, ონჩხომელი ანუ ორჩხომელი, პურკატა, ხოლო დრომონი შთატევს ხუთასსა კაცსა საგზლითა და თჳრთითა, არამედ ხომალდი უდიდესია და სტოლა - მრავალი ნავი საომარი.
ნავის უფალი
navis upali
მენავე, მეხომალდე, ნავის პატრონი, ანუ მმართებელი (საქმ. 27,11), навклир, шкипер, ναύτης, ναύκληρος.
ნავკოსალარი
navkosalari
მენავეთ მაძღვარი, ხომალდის მატარებელი (იგავ. 23,34), кормчий.
ნავნები
navnebi
ვნაბა შემთხვეული, поврежденный.
ნავროზი, ნავროზობა
navrozi, navrozoba
გაზაფხულის ბუნიობა, მაჰმადიანთ ახალწელიწადი (ვეფხისტ. 1111, 1114), навруз, магометанский н.г.
ნავსი
navsi
ხიბლვა, გრძნებით შეყურა, დანავსვა, თვალის კურა.
ნავტიკი
navtiki
მცირე ტივი, ანუ ლასტი, ქვეშედამ გაბერილის გუდებით მოკრული წყალში გასავალად, ельбот. [пором წაშლილია და ზევიდან აწერია понтон. რედ. ალ ღლონტი].
ნავტური
navturi
კატარღის მნე, მენავე, ельбот, ναύτης.
ნავღელი ანუ ნაღველი
navgheli anu naghveli
ცხოველთ შიგანურში ღვიძლთან მიკრული ბუშტი, რომელშიაც სდგას შავი, ანუ შავად მომწვანო სქელი ნოტიო (ნახე ბალღამი) (2 სჯული. 32,32; ფსალ. 68,21; მატ. 27,34), желчь.
მსოფლიურად: ზრუნვა, ურვა, რუდუნი, მჭმუნვარება, ნაღულობა (ვეფხისტ. 621, 853), забота; ვიეთნიმე განარჩევენ ესრეთ: ნავღელი და ნაღველა ეწოდება ხსენებულს ბუშტს, ხოლო ნაღველი ზრუნვასა, მაგრამ საზოგადოდ იხმარების განურჩევლად, ვითა ლექსიცა წმინდა.
ნაზამთრი
nazamtri
ზამთარგამოვლილი, зимовалый.
ნაზი
nazi
ნარნარი, ტურფა.
ნაზირი
naziri
თათრულია, ხოლო ქართულად აბრამადი ჰქვიან სალაროს ნაზირს და ეზოს მოძღვარი ქარხნისას (ეს ლექსები ნახე), управитель, дворецкой.
ნაზლა, ნუზლა
nazla, nuzla
ნახველი, ხრასტი (ნახე ბალღამთან) мокрота, харкотина. თ. ნაზლე.
ნაზობა
nazoba
სინაზე, სინარნარე, სიტურფე (ვეფხისტ. 1126), нежность.
(ვნაზობ) თავის გაზვიადება, ბრეცა.
ნაზორევი
nazorevi
ნაკერპავი, კერპთადმი შეწირული, ზორვილი.
ნაზუქი
nazuki
ნატიფად ნამცხვარი პური, მოზელილი კვერცხითა და სძითა, ანუ ერბოთი, ანუ ზეთითა (ნახე პური), [დიაცნი გულნაზუქნი არიან].
ნათალი
natali
მოთლილი, თლით მოშორებული.
ნათელთევზა
nateltevza
(თევზ.) аккула.
ნათელი
nateli
განშორება ბნელისა, ელვარება მზისა და სხუათა მნათობთა, ანუ ცეცხლისა და მისთანათა (დაბად. 1,3 და შემდგომი; მარკ. 13,24), свет.
ზოგგან ეწოდების ძესა ღვთისასა ხორცითა სოფლად მოსრულსა (იოან. 1:7,8 და შემდგომი).
ეგრეთვე მქადაბეგელთა სახარებისათა (მატ. 5,14).
და თჳთ სწავლასა, ანუ ქადაგებასა სახარებისასა (საქმ. 26,23).
ნათელსხიოვანი, ნათელცისკროვანი
natelschiovani, nateltsiskrovani
მომფენი სხივთა ნათლისათა, светозарный, лучезарный.
ნათესავი
natesavi
შთამომავლობა, თავობა (მატ. 1,17 და შემდგომი; ფსალ. 21:23,30) род, семья, поколение.
გუაროვნობა, გუარი (საქმ. 7,13 და 13,26), род, фамилия.
თჳსტომი, მისხი, მეყჳსი (ლუკ. 2,44), сродник, родственник.
მოდგმა, გუარი ცხოველთა ანუ მცენარეთა (დაბად. 1:11,25 და შემდგომი), род, порода.
ღრამმატიკულად: სხვაობა სახელთა მამრ-მდედრობისაებრ, მაგალითად, ნათესავი მამრობითი, მდედრობითი, უმეშვეობითი, ანუ ზმნათა ცუალებისაებრ, ვითარ ნათესავი შემოქმედებითი, ვნებითი, უმეშვეობითი.
რიტორულად: მსგავსება სახეთა (იხილე ვრცლად კატიღ. ანტ., § 65 და შემდგომი).
ნათესავობა
natesavoba
თჳსტომობა, родство.
ნათესი
natesi
დათესილი რაც რამ, посев.
ნათლია
natlia
მიმქმელი ჩჩჳლისა წმიდასა ემბაზისაგან, крестный отец, крестная мать, воспреемник, -ца.
ნათლიდედა
natlideda
ნათლულის დედა, кума, ნათლიმამა ნათლულის მამა, кум
ნათლის მცემელი
natlis mtsemeli
სახელი ესე მიეწერების საკუთრად წმიდასა იოანეს წინამორბედსა, რამეთუ პირველად მან იწყო ნათლისცემა და თჳთ მაცხოვარსაცა ნათელსცა იორდანეს შინა (მატ. 3,1 და 14,2 და შემდგომი), креститель.
ნათლისღება
natlisgheba
(ნათელსვიღებ) მიღება მონათლჳსა (მატ. 3,5და შემდგომი), крещаться, креститься.
ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი წმიდისა ეკლესიისათა, რომელ არს განბანა გუამისა სამ გზის შთაფლჳთა წყალსა შინა, რომლისა მიერცა ნათლისღებადი შეერთდების ეკლესიასა და სარწმუნოებასა ქრისტეანეთასა (1 პეტრ. 3,21; ეფეს. 4,5), крещение.
დღესასწაული ღვთის გამოჩინებისა, რომელიცა გარდაიხდების 6 იანვარს, крещение, богоявление.
ნათლისცემა
natlistsema
(ნათელსვცემ) მონათლვა სხუათა მღუდლისაგან (მატ. 3,11; მარკ. 1,4 და შემდგომი), крешать, крестить.
ნათლობა
natloba
წვეულობა, ლხინი დღესა ჩჩჳლის მონათლჳსასა, крестины.
ნათლუა
natlua
(ვნათლავ) ნათლისცემა, (ვინათლები) ნათლისღება (ნახე მონათლვა), крещать, -ся.
ნათლული
natluli
ვინცა მონათლჳს ჟამსა მიქმულ არს ვისგანმე, მას ეწოდების ნათლული, რაჲსა მიმართობით ნათლიისადმი, крестный сын, крестная дочь.
ნათობა
natoba
(ნათობს, ანათებს) სინათლის გამოცემა, ნათლის განფენა, (მატ. 5,15; ვეფხისტ. 1284), светить.
ნათხზი
natchzi
ნაწნავი.
ნათხოვარი
natchovari
დროებით ნაშოვნი თხოვნით, выпрошенный на время, на подержание.
ნაიბი
naibi
მარზაპანი, მოადგილე, მაგიერი, ნაცვალი, наместник, управитель, ναϊπης.
ნაირი
nairi
გუარი ან ფერი, сорт, ранг.
ნაკადი, ნაკადული
nakadi, nakaduli
მცირე ტოტი მდინარისა, ანუ რუვი (ვეფხისტ. 830, 853; ფსალ. 118,136), поток (იერემ. 31,9), ровенник (ნახე წყალთან).
ნაკაზმი, ნაკმაზი
nakazmi, nakmazi
მორთული, ანუ დარკვეული (ნახე კაზმა).
ნაკაპარანი
nakaparani
საისრე ქარქაში, კაპარჩი, тул, колчан.
ნაკაფი
nakapi
გაკაფული ფიჩხი, ანუ ადგილი, вырубленное место или хворост.
ნაკბენი
nakbeni
კბენის ადგილი.
ნაკბილარი
nakbilari
ნაკბენზედ დაჩნეული ადგილი კბილისა, знак зуба от укушения.
ნაკენკი
nakenki
პირში გაჩნდება თეთრი მუწუკი უფრო ლაშებს ქვეშ.
ნაკენჩხალი, ნაკერჩხალი
nakenchchali, nakerchchali
(ხე).
ნაკერი, ნაკერავი
nakeri, nakeravi
გაკერილი, ანუ შეკერილობა, шов, шитьё или шитый.
ნაკერპავი
nakerpavi
კერპთ ნაზორევთაგანი (საქმ.) {საქმ. 15,29}.
ნაკვეთი
nakveti
სადაც დაიკეცება სამოსელი, ქაღალდი და მისთანანი, сгиб.
ნაკვერცხალი
nakvertschali
ნაჭერი, მონაკვეთი, отрезок, или отрезанный, отрубленный.
გარეგანი სახე, შესახედავი ნივთისა, მორფი (ნაქუთი იხილე), фигура, начертание.
ნაკითხი
nakitchi
დახელოვნებული კითხვასა შინა წიგნთასა, начитавшийся книг.
ნაკი, ნაკის დღე, ნაკიანი წელიწადი
naki, nakis dghe, nakiani tselitsadi
ნაკლების შესასრულებელი (ვეფხისტ. 796), високос, високосный день или год. წელიწადსა აქუს 365 დღე და 6 ჯამი. ოთხს წელიწადს 6 ჟამი შეიქმნება 24, ანუ 1 დღე. ამის გამო მეოთხეს წელიწადსა აქუს 366 დღე მომატებული. ესე დაერთვის ფებერვალსა და მაშინ 28 დღის მაგიერ, შეიქმნების 29 დღე ფებერვლისა. ამას ეწოდება ნაკი. ამგუარი აღრისხუა დღეთა წელიწდისათა დაწესებულს არს გამოძიებითა ძველთა ასტრონომოსთათა უწინარეს ვიდრე ქრისტეს შობადმდე და ამისვე აღრიცხჳსაებრ პირველსა შინა მსოფლიოსა კრებასა ნიკიისასა 325 წელსა ქრისტესით დამტკიცებულ არს დღესასწაულობა პასეკისა შემდგომად გაზაფხულის დღეღამის გასწორებისა, რომელიცა პირველთა შინა საუკუნეთა იქმნებოდა 21 მარტსა [და სეკდემბრის 23 (იხილე ქართულს დაბეჭდილს ჟამნში შესწავება საკითხავისა 23 სეკდემბერს)], ხოლო ვინათგან შემდგომადითა გამოძიებითა უახლესთა ასტრონომოსთათა შემეცნებულ არს, ვითარმედ წელიწადსა აქუს 365 დღე და არა სრული 6 ჟამი, არამედ ნაკლები 12 ანუ 15 მინუტითა, ესრეთ რომელ ასოთხსა წელიწადსა შინა ეს ნაკლები მინუტები შეიქმნების მრთელი დღე, ამად ნიკიის კრებითგან ვიდრე აქამომდე 1500 წელიწადსა შინა 12 დღე ნაკისა მეტი მოსულა და ამის გამო დღეღამის გასწორება ნაცულად 21 მარტისა, იქმნების 9. მიზეზითა ამით დასავლეთის ეკლესიასა გამოურიცხავს 12 დღე სათვალავთაგან თთვეთასა და 12 დღით წინ აღრიცხვენ იგინი დღეთა. ამას ეწოდების ახალი შტილი, ხოლო ძველი შტილი კუალადცა უპყრიეს ეკლესიასა აღმოსავლეთისასა, სომეხთა, ნესტორიანთა და სხ. (იხილე Словотолкователь: Грегорианский календарь).
ნაკლები
naklebi
საზომით ან რიცხვით შეუსრულებელი, недостача.
ნაკლებობა
nakleboba
არა სრულება, несовершенство.
ზნეობითი უსაქციელობა, ანუ შეცთომა, недостаток, порок.
ნაკლულევანება
naklulevaneba
უპოვარება, უქონლობა (მარკ. 12,44), скудость, недостаток.
ნაკლულევანი
naklulevani
უქონელი, გლახაკი, უპოვარი (ფსალ. 33,10; ებრაელ. 11,37), скудный, лишенный, недостаточный.
ნაკლული
nakluli
აარასრული, აარასავსე, დანაკლულებული, неполный, початый.