![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: ს...
Страницы (по 100 слов): 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
предыдущая следующая
ს
s
ქარაგმიანნი ლექსნი: ს~დ - სრულიად, სხ~ნი - სხუანი.
α. ს დერთვის თავად რომელთამე ლექსთა შნოსათჳს წინაშე კ, პ და ტ. მაგალითად: კუნელი - სკუნელი, პარსი ანუ ფარსი - სპარსი, პილენძი - სპილენძი, პილო - სპილო, მაინძელი - მასპინძელი, ტრიობა - სტრიობა, აშრიალი - საშრიალი. კუალად: ნატა - სნატი, კუნესა - სნეკვა, რბოლა - სრბოლა.
β. ს იხმარების ნაცულად ზ და რ, ვითა ითქვა მათ ასოთა თანა და ზოგჯერმე წინაშე ასოთა პ და ტ შეიცულების შ-ზედა. მაგალითად; ქისპი - ქიშპი, გასტერება - გაშტერება, მუსტი - მუშტი, ტასტი - ტაშტი, ქისტი - ქიშტი, ეგრეთვე უკეთუ ლექსთა შინა იპოვნებიან ასონი: შ, ჭ, ჯ, მაშინ თავად ასო ს შეიცულების შ-ზედავე, ვითარ: სიმშილი - შიმშილი, სიში - შიში, სანიშინი - შანიშინი, საჭამადი - შეჭამადი, სინჯი - შინჯი, სჯული - შჯული.
γ. მარცვალი სა დაერთვის თავად:
1. სახელთა არსებითთა და ზედშესრულთაცა, ესრეთ რომელ მარცვალი ნა ჰნიშნავს შეცვალებასა განვლილისა მდგომარეობისასა, ხოლო სა მომავალსა ანუ მოსალოდებელსა. ვითარ ნასიძარი - სასიძო, ნარძლევი - სარძლო, ნავენახობი - სავენახე, ნაბოსტნევი - საბოსტნე და სხ. ხოლო, უმრავალჯერესად ჰნიშნავს კუთნვილებასა, სააბანოვე, საბოლოვო, საგზაო, საერო, საზოგადო, საკომლო, სამარხო, სახსნილო, სანეულო, საშენო, საჩემო და სხუანი.
ამგუარნი სახელნი იხმარებიან არსებითადცა, ვითარ სადილი, საუზმე, საგზალი, სავაჭრო, საზამთრო, სალარო, საუნჯე, საქონელი, საწოლი, სახაბაზო და სხ.
2. სა დაერთვის მიმღეობათა მომავალისა დროჲსათა, ვითა ნა განვლილისათა. მაგალითად: ნაწერი - საწერი, ნაკითხი - საკითხი, ნაკერავი - საკერავი, ნაქები - საქები, ნაქმარი - საქმარი, ნასუქი - სასუქი, ნაუბარი - საუბარი, ნახნავი - სახნავი, ნამუშავარი - სამუშავარი, ნახმარი - სახმარი და სხ. ეს სახედ მარცულითა სა განვითარებულნი მიმღეობანი იხმარებიან არსებითადცა სახელებად. მაგალითად: საზრდელი, სამოსელი, სამსახური, სარეწავი, სატევარი, სატკივარი, სასჯელი, საქციელი, საწერელი, სახმილავი, სახნისი და სხ.
3. კუალად სა დაერთვის თანდებულთა, ზმნისზედათა, კავშირთა და შორისდებულთაცა და შეიქმს მათ არსებითად ანუ ზედშესრულად სახელებად. მაგალითად: სააქაო, საიქიო, საგარეო, საშინაო, საზედაო, სათანადო, სამარადისო, სანიადაგო, საწინაო, სახუალიო, საზეგიო, საგაისო, სათუო, სავალალო, სავაებო.
δ. მარცვალი სი დაერთვის თავად:
ზედშესრულთა სახელთა და შესცულის მათ არსებითად. მაგალითად: ადვილი - სიადვილე, ძნელი - სიძნელე, ავი - სიავე, ბოროტი - სიბოროტე, ბრძენი - სიბრძნე, თეთრი - სითეთრე, შავი - სიშავე, მართალი - სიმართლე, მდაბალი - სიმდაბლე, მდიდარი - სიმდიდრე, მრავალი - სიმრავლე, მტკიცე - სიმტკიცე, მშვიდი - სიმშვიდე, უხვი - სიუხვე და სხ.
შეისწავე:
a) რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცვალსა ზედა ლი, ისპობენ ამას, რაჟამს დაერთვის მათ სი. მაგალითად: თხელი - სითხე, ზრქელი - სიზრქე, სქელი - სისქე, მსხვილი - სიმსხო, კეთილი - სიკეთე, ტკბილი - სიტკბო, ტფილი - სიტფო, ცხელი - სიცხე.
b) რაჟამს ესრეთთა არსებითთა სახელთა დაერთვიან მარცვალნი ამ, ანუ მაგ, მაშინ იგინი შეიცულებიან ზედშესრულადვე. მაგალითად: ამ სიდიდე, ანუ მაგ სიდიდე ძელი, дерево такой величины, ამ სიუხვე კაცი, ამ სიწითლე ვაშლი და სხ.
2. სი დაერთვის სახელზმნათა განსაკუთრებით უმეშვეობითთა ზმნათასა, ვითარ სიარული, სირბილი, სიკუდილი, სინანული, სირცხჳლი, სიქადული, სიხარული, სიცილი, სიძულილი და სხ.
სააბანოვე
saabanove
აბანოსათჳს სახმარი, банный.
სააბეზრო
saabezro
აბეზართ ადგილი.
სააბი
saabi
ყურძენი შავი, დიდრონი და ტკბილი (ნახე ყურძენთან).
სააბრეშუმე
saabreshume
აბრეშუმთ საცავი, ანუ შესახვედრი მათი.
სააბჯრე
saabjre
აბჯართ საცავი, оружейная.
საადვილო
saadvilo
ადჳლად საქმნელი, удобоисполняемый.
საავაზაკო
saavazako
ავაზაკთ ადგილი, ანუ შესახვედრი მათი, разбойнический.
სააზრო
saazro
ჰაზრით საგონებელი, мысленный, мнимый.
საათი
saati
საჟამო, იარაღი ჟამთ მაჩვენებელი, часы. თ. საჰათ [არაბ.].
ჟამი, ოცდამეოთხე ნაწილი დღე-ღამისა, час, [часы].
საალერსო
saalerso
ალერსისთჳს სათქმელი, ანუ თქმული, ласкательный, ласковый.
საამხანაგო
saamchanago
ამხანაგთ საზიარო, общий (товарищам), артельный.
საანდაზო
saandazo
ანდაზად დასადები, ანუ მოსატანი, примерный.
საანდერძო
saanderdzo
ანდერძად დასაგდები.
საანჯმრო
saanjmro
საჯარო, აშკარა, гласный, публичный.
საარება
saareba
უბადრუკება, ანუ უპოვარება (იოილ. 1,15), беда (იერემ. 15,8), бедность (და 6,7), пакость (კუალად 51,56), хищник.
საარებლობა
saarebloba
უბადრუკება, უპოვარება (იერემ. 20,8), бедность.
საარებული
saarebuli
უბადრუკი, მომძლავრებული, ან გაოხრებული (იოილ. 1,10), опустевший (ზაქარ. 11:2,3), обедневший, озлобленный.
სააქაო
saakao
აწინდელი სოფელი, საწუთრო ცხოვრება (ხოლო საიქიო მომავალი ცხოვრება), мир сей, временная жизнь.
სააღდგომო
saaghdgomo
ქრისტეს აღდგომის დღეთა შინა სახმარი, ანუ შესაფერი.
სააღებო
saaghebo
აღების დღეთა შინა სახმარი.
სააღსარებო
saaghsarebo
აღსარებად სათქმელი.
სააშიკო
saashiko
აშიკობის საკუთნავი (ვეფხისტ. 24, 355).
საახალწლო
saachaltslo
ახალწლისთჳს სახმარი, საკუთნავი.
საბადური
sabaduri
ბადით თევზთ სანადირო ადგილი.
საბავთო
sabavto
საგლოველი, სამწუხარო (ნახე ბავთი), плачевный.
საბაზიერო
sabaziero
ბაზიერთ შესახვედრი, ანუ სახლი ბაზიერთა და ბაზთა.
საბაზმაკე
sabazmake
სასანთლე (ზაქარ. 4,2), свечник.
საბაითი
sabaiti
ოთხის ვეგით თამაშობა, ოთხო.
საბალახე
sabalache
ბალახთ სათიბი, ანუ საძოვარი ადგილი, сенокосные, или пастбищные луга.
საბალახო
sabalacho
(ოთხფ.) საძოვართ ბეგარად აღებული ხვასტაგი, ცხუარი, ღორი და მისთანანი.
საბანაკე
sabanake
ბანაკთ ადგილი, стан, лагерь. თ. ურდო.
საბანელი
sabaneli
აბანო, ავაზანი, გინა ემბაზი (იოან. 5,2 და 9,7 და შემდგომი), купель, купальня, ванна.
საბანი
sabani
ზედდასახურავი ჟამსა ძილისასა, одеяло, σάββανον.
საბაჟო
sabazho
ბაჟის ასაღები ადგილი, таможня.
საბარკი
sabarki
(ხე) ტვივის გუარი ხე ეკლებიანი (3 მეფ. 19,4), смерчие.
საბარკული
sabarkuli
საწვივე აბჯარი (ნახე ჯავშანთან) (იობ. 15,27; ვეფხისტ. 1009, 1359), омет.
საბარო
sabaro
ურემი დაბალჭალებიანი (ნახე ურემთან), арба, телега, повозка.
საბასრობელი
sabasrobeli
საკიცხველი, ასაგდები (შავთ. 82), издевательный.
საბატიო
sabatio
(კაცი) აზნაური, კეთილშობილი, боярин, благородный, почётный.
საბატონო
sabatono
ბატონთ საფერი (ვეფხისტ. 631), боярский, господский.
საბედნიერო
sabedniero
ბედის წილადი, ბედნიერების მომასწავებელი.
საბელი
sabeli
მსხვილად შეგრეხილი მკედი დასაბმელად ანუ შესაკრავად რისამე (ფსალ. 15,5 და 118,61; ქებ. 4,3; ვეფხისტ. 255), уже, вервь, веревка. ესე არს ზოგადი სახელი, ხოლო მკედის უმსხოსსა ეწოდების ხეზი, მისსა უმსხოსსა - ბაწარი, და მათზედ მომსხოსა - თოკი და შტანაგი, კარავთ გასაბმელსა თოკსა - წალები, ცხენის ფეხთ გასაბმელს - ტოილო, შორით სასროლსა მროწლეთა შინა შესაპყრობად ხვასტაგთა - საგდებელი და ქამანდი, თივისგან შეგრეხილსა - გორილი, გუარილი, ხის ხრალტაგან შეგრეხილსა - ავრიტი, ხვასტაგთ წელებისა ანუ აბრეშუმისგან შეგრეხილსა მშვილდის საბელსა - შიშთვილი, საპალნეთ შესაკრავსა - საკოჭავი, გრძელსა და ფართოდ ნაქსოვსა ღაზლის საბელსა - ქარშიკი, ტყავთაგან გრძლად და წურილად შეჭრილსა ბაწარსა - თასმა, თასმათაგან დაწნულსა - ღვედი, ამგვარსავე ერქვანდასაკრავსა - ევანი და ჯამბარა, მათსა გარდასაბმელსა - ხანჩირი, უწურილესსა მათსა ურემსა ზედა ტჳრთთა გადასაკრავსა - ჭაპანი, ხოლო ყოველსავე უმსხოსსა ნავთა და ღუზათა დასაბმელსა - ბაგირი.
საბერველი
saberveli
ცეცხლის გასაღვივებელი და გასაძლიერებელი გუდა, мех раздувальный. თ. ფუქს (?).
საბეჭური
sabekhuri
ლევინტონარი, სამხრე მონაზონთა.
საბლარდნელი
sablardneli
მანდილი, გასახვევი რისამე.
საბნელი
sabneli
გლოვის კარავი ანუ სახლი, траурная, темная комната.
საბოლოვო
sabolovo
მომავალს დროს გამოსადეგი, სახმარი.
საბოძვარი
sabodzvari
უაღრესთაგან საჩუქარი (ვეფხისტ. 61, 119, 672, 677), подарок, вещь жалованная.
საბრალო
sabralo
საცოდავი, შესაბრალი (მუნვე, 41, 175, 801).
საბრთხე
sabrtche
საფრთხე.
საბრი
sabri
(ალო ნახე) сабур. თ. საბრი [არაბ.].
საბრძანებელი
sabrdzanebeli
სასამართლო ადგილი, приказ, присуственное место.
სახელმწიფო, სადაც ბრძანება ვისიმე მუშაობს (ფსალ. 113,2), область, держава, государство.
საბრძანისი
sabrdzanisi
იგივე (ვეფხისტ. 63, 1584).
საბრძოლელი
sabrdzoleli
საომარი, ბრძოლაში სახმარი (ზაქარ. 9,10), бранный.
საბრჭო, საბჭო
sabrkho, sabkho
სადავო, საცილობელი საქმე გასასინჯავი ბჭეთაგან.
საბუდარი
sabudari
ადგილი შინაურთა მფრინველთა, სადაც კვერცხს სდებენ (იერემ. 10,22), обитание, гнездо.
საბუთი
sabuti
აღმოჩინება, სითყვა ანუ წერილი სიმართლისა, доказательство, документ. თ. ზაბუთ [არაბ.].
საბურველი
saburveli
თავსახურავი, ანუ გარდასაფარებელი (2 კორ. 3,13 და შემდგომი), покрывало.
საბუხარი, საბუხრები
sabuchari, sabuchrebi
სამღუდელო შესამოსელთაგანი მაჯებზედ შესაცმელი.
საბძელი, საბზელი
sabdzeli, sabzeli
ბზის შესანახავი ფაცხა, мякинница.
საგაისო
sagaiso
სამერმისო, საგაისოდ დაგულვებული.
საგალი
sagali
(ბალ.) თევზის საწამლავია.
საგალობელი
sagalobeli
კანონი ცისკრისა ანუ სერობისა სძლისპირებზედ სათქმელი, канон.
ორღანო, საკრავი გალობის ხმაზედ სათქმელი (ფსალ. 80,2 და 137,2), орган, псалтырь.
საგანგებო
sagangebo
საკუთრად შესწავებული, нарочный.
საგანგებოდ
sagangebod
განგებ, нарочно.
საგანგიო
sagangio
სახლი სამოხელეო, საბრძანებელი.
საგანი
sagani
ისრის ნიშანი (ნახე განი) (ვეფხისტ. 698).
ჰაზრი, წადილი, цель, предмет.
საგანძური
sagandzuri
განძი, სალარო, საუნჯე, сокровище, клад.
საგარეო
sagareo
სალაშქრო, გარეობაში სახმარი, полевой, походный.
საგარეჯო
sagarejo
თხელი პური, ლავაშზედ უფრო მოსსქე (ნახე პური).
საგარი
sagari
საგზალი, მოსაგრეთ ნუზლი (იერემ. 40,5), провиант, пища.
საგბოლისი
sagbolisi
სახაშე, ბაზრის სამზარეულო, харчевня.
საგდებელი
sagdebeli
ქამანდი, შორით სასროლისაბელი ხვასტაფთ შესაპყრობი (ნახე საბელი) (ვეფხისტ. 1385).
საგები
sagebi
საფენი, საგებელი, გასაშლელი რამე (ვეფხისტ. 345, 1011).
შესაძლებელი, сбыточный.
საგზალი
sagzali
მოგზაურთათჳს ნამზადი სასმელ-საჭმელი (საქმ. 28,10 და 1 კორ. 9,7), путевая провизия.
საგზებელი
sagzebeli
კეცის ჭურჭელთ გამოსაწვავი ბრძმედი, горн, горнило.
საგილისპირე
sagilispire
ტანისამოსის გულზედ მისაკერები, ანუ მიკერებული მოსართავი.
საგინებელი, საგიობელი
saginebeli, sagiobeli
გინების ღირსი, ანუ საბასრობელი, საკიცხარი.
საგლახაო
saglachao
გლახაკთ სადგური, богадельня.
შესაფერი მათი, нищенский.
საგლეხო
saglecho
გლეხთ კაცთ საკუთნავი, крестьянский, мужицкий.
საგლოველი, საგოდისი
sagloveli, sagodisi
საგოდებელი, სავალალო, плачевный.
საგმირო
sagmiro
გმირთ საფერი, გმირული (ვეფხისტ. 372), геройский.
საგოზელი
sagozeli
გასაგლესი, შესაღები ან წასასმელი (ეზეკ. 13,12), помазание, мазь, краска.
საგონებელი
sagonebeli
სააზრო, საფიქრებელი, мнимый, мысленный.
თჳთ ფიქრი, ჰაზრი (ვეფხისტ. 184), мысль, дума.
საგორავი
sagoravi
გასაგორებლად სახმარი.
საგრაგნელი
sagragneli
გამოსახვევი, обвертка.
საგრემელი
sagremeli
საოლავი, წარბთ საღებავი სურმა (იერემ. 4,30), стивие.
საგრილი
sagrili
შესაფარები, საჩრდილობელი (ფსალ. 90,4; მარკ. 4,32), сень, тень.
საგრობა
sagroba
(ვსაგრობ) ლაშქრობა, გარეობა საბრძოლად (1 კორ. 9,7 და 1 ტიმ. 1,18; შავთ. 79), воинствовать, служить в войске.
საგრძნობელი
sagrdznobeli
ორღანო გარეგანთა გრძნობათა, რომელნიცა არიან ხუთნი: 1. თუალი, ამისი მოქმედება არს ხედუა, ხოლო ქვემდებარე ფერი; 2. ყური, მოქმედება მისი არს სმენა, ხოლო ქვემდებარე ხმა და ბგერა; 3. ცხვირის ნესტო, მოქმედება ამისი არს ყნოსა და ქვემდებარე სუნი; 4. ენა და სასა, მოქმედება ამისი არს გემება და ქვემდებარე გემო; 5. შეხება არს საგრძნობელი და თჳთ მოქმედებაცა. ამისი ქვემდებარე არს, რაჲცა შეხებით იგრძნობის, чувство, 5 чувств наружных.
საგუბარი
sagubari
წყალი დაგუბებული (ვეფხისტ. 400), пруд.
ანუ შესაკრავი მისი ადგილი, плотина.
საგულე
sagule
შიგნიდამ საცვამი გულის მისაფარები, грудник, [манишка].
საგულვებელი
sagulvebeli
დაგულვებული, საიმედოდ გულვებადი.
საგუსი, საგუსალი
sagusi, sagusali
საქუსალი, საქსოველი, ანუ ნაქსოვი (გამოს. 28,33), омет, ϋποδύτης, (ლევიტ. 13,40), прядень.
საგუშაგო
sagushago
გუშაგთ ადგილი.
სადავე
sadave
ლაგმის საჭერი თასმა (ნაუმ. 2,3; ვეფხისტ. 85, 985), бразда, повод, поводок, вожжи.
სადავო
sadavo
საცილობელი, სალაპარაკო, спор, иск, или спорный.
სადამე
sadame
სადმე, ანუ სამე.
სადაობა, სადაურობა
sadaoba, sadauroba
ვინც რომლის ადგილიდამ არის (ვეფხისტ. 1194).