![]() |
главная страница
| |||
для вставки символа в форму поиска кликните по нему
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ
• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово machvili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом
• к началу
ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ &
слово: ხ...
Страницы (по 100 слов): 1 2 3 4 5 6
предыдущая следующая
ხ და ჴ
ch da [ჴ]
ქარაგმიანი ლექსი ხ~ - ხოლო. ზოგჯერ იხმარების ნაცულად ქ (ნახე ქ).
ხაბაზი
chabazi
არაბულად მეპურე, პურის მცხობელი, хлебник, თ. ჩორაქჩი.
ხაბაძგინი
chabadzgini
ხავიწივით მგბარი რაჲმე, сдобной.
ხაბახუბა
chabachuba
ნარჩევი ცუდი ხილი.
ხადალა
chadala
ხალთა.
ხადანა
chadana
ძონძი წიდოვანისა.
ხადილი
chadili
(ვხადი) მოწოდება უაღრესთა (ფსალ. 4,1 და 19:7,9; მატ. 22,43 და შემდგომი), призывать, называть.
ხადილობა
chadiloba
წვეულობა, სტუმრობა (ნახე სერი) (ვეფხისტ. 598).
ხადუმი
chadumi
არაბულად საჭურისი (მუნვე, 471, 1179, 1182).
ხავედი, ხავერდი
chavedi, chaverdi
(ბალ.) მახმური. ესევე ეწოდება ფარჩასაცა, бархат, цветок или ткань.
ხავილი
chavili
(ხავის) მელის ხმიანობა.
ხავიწი
chavitsi
ფქვილი ერბოსა ანუ ზეთსა შინა მოხრაკული, ვითა ფაფა.
ხავონანი
chavonani
ლელენგო, ხმიადის ნაზუქი, ხაბაძგინი (ნახე პურთან) (იერემ. 7,18), опреснок.
ხავსი, მხავსი
chavsi, mchavsi
(ბალ.) კლდეთა ანუ ხის ქერქთა ზედა გამოსული მოლი თმასავით დაუჭკნობელად, мох.
ხაზაზა
chazaza
ხავსის მსგავსია, კუთხეებიანი.
ხაზვა
chazva
(ვხაზავ) ხაზების გავლება, ანუ ხატვა უფერადოდ, чертить, рисовать.
ხაზი
chazi
ღრამი უსივრცო, წარზიდული უგანოდ (ნახე სხეულთან), черта, линия.
ხაზიდი
chazidi
(ოთხფ.) სიასამური, соболь.
ხაზინა
chazina
ლარი, სალარო, განძი, казна, χαζνές, თ. ხაზნა [ატაბ.].
თოფისა ან ზარბაზნის ძირი, სადაც სასროლი წამალი ჩაიყრება ფალიას ქვეშ, казна у ружья, пушки и т.д. ეგრეთვე ბადის საღონე ფსკერი და მისთანანი.
ხაზინადარი
chazinadari
სალაროს მცველი, მოლარე, казначей. თ. ხაზნადარ [არაბ.-სპ.].
ხათაია
chataia
ჩინური ფარჩა ნაქსოვი მძიმედ.
ხათრითი
chatriti
შამბურის {შამფური} წვერთ სადები გრძელი ზედადგარი.
ხათუნი
chatuni
მოქალაქეთ ცოლი თურქთა ენით (ვეფხისტ. 1115 და შემდგომი).
ხალათი
chalati
ნახე კაბალლფანჩი.
ხალამბარი
chalambari
მცირე ბეღელი.
ხალანი
chalani
პირპართო ქოთანი.
ხალასად ნაკერი
chalasad nakeri
ოქრომკედით ნაკერი, шитый золотом.
ხალასი
chalasi
არაბულად გამობრძმედებული.
ხალა, ხალხა
chala, chalcha
გრძელი ლატანი ხეთაგან ხილთ ჩამოსარეგვი.
ხალბადე
chalbade
სამპირი ბადე.
ხალენი
chaleni
უნდო მაზარა ღაზლის შალისა (ებრაელ. 11,37), милоть, епанча, ряса.
ხალვა
chalva
(ვხალავ) მარცვალთ შეწვა გახურებულს ჭურჭელზედ, მოხალვა.
(ვიხალვი) მარტოობით ჭმუნვა (ვეფხისტ. 12, 309).
ხალვათი
chalvati
ფართო, შანდაკი (მუნვე, 669).
ხალვარი
chalvari
ნახე ხარვალი.
ხალთა
chalta
დიდი ჩანთა (ნახე ვაშკარანთან).
ხალთა-გუდა
chalta-guda
ზურგზედ მოსაკიდი გუდა, сума, ранец.
ხალი
chali
დახალული მარცვალი, ხორბალი და მისთანანი.
ხალი
chali
კალატოზთ საზომი შიმშა, სამართი, правило.
ხალი
chali
არაბულად ტანზედ შავი ფოლაქი, ანუ ვითა კალმახის წინწკალი, пятно.
ხალისი
chalisi
მოწადინებული ნდობა, охота.
ხალიფა
chalipa
მაგიერი, ე.ი. მაჰმედისა, ეწოდებოდა ბაღდადის მფლობელს (ნახე ამირმუმლი) (ჩახრუხა. 73, 78), халиф.
ხალიჩა
chalicha
ნოხი, ძოლო (ნახე ტერი), ковер, χαλί.
ხალხი
chalchi
მდაბალი ხალხი.
ხამანწკა
chamantska
(თევზ.) ნიჟარისგუარი ცხოველი (ნახე ზუმილთან), устерсы.
ხამარი
chamari
ღვინის მოფარდული (ისაი. 1,22), корчемник, винопродавец.
ხამი
chami
უმუშავარი, უწურთნელი, ანუ ველური და მისთანანი (ვეფხისტ. 1207), ხამი სამოსელი, ე.ი. გაუთეთრებელი; ხამი მიწა, დიდს ხანს შესვენებული უხნავად; ხამი ცხოველი, უწურთნელი ან შეუჩვეველი; ხამი აბრეშუმი, ჩიგორგალა, გამოუხარშავი და სხ., сырец.
ხამლი
chamli
ფეხთსაცმელი, მოგჳ, პერიკმა, წაღა და მისთანანი (მატ. 10,10; მარკ. 1,7), сапог.
ხამსა
chamsa
ქამსა, ოქროქსოვილი, камка золотая.
ხამხამი
chamchami
(ვახამხამებ) წამწამთ ძრვა.
ხანაგა
chanaga
საგლახაო და ობოლთ საკრებულო სახლი (ვეფხისტ. 794, 1206), богодельня, сиротский дом.
ხანგალი
changali
ძაფის კონა ან შულო საკერავთათჳს მომზადებული.
ხანგრძელი
changrdzeli
გრძელის ჟამისა), долговременный.
ხანდაზმული
chandazmuli
დიდის ხნისა, ხანგამოვლილი, დროული, ან გამოცდილი საქმეში (მუნვე, 1313), бывалый, опытный, или давнишний.
ხანდაზმულობა
chandazmuloba
დროს გატარება, დაგვიანება (ვეფხისტ. 398), замедление, мешкательство.
ხანდაკი
chandaki
თხრილი სიმაგრისთჳს მოვლებული, ров.
ხანიერი, ხანოვანი
chanieri, chanovani
დროული, ხანდაზმული, გრძლად დადგრომილი (ვეფხისტ. 10), пожилой, или постоянный.
ხანი, ხანისა
chani, chanisa
ხაღან, გინა ყაენი, მონგოლთ ხელმწიფე. მაგალითად, ჩინგიზ ხანი, გინა ჩინგიზის ყაენი, ხოლო სპარსეთსა შინა ხანი ეწოდება ერისთავსა ანუ მოურავსა (ვეფხისტ. 413, 422), хан.
ხანი, ხნისა
chani, chnisa
ჟამი, დრო (ვეფხისტ. 106, 261, 337), время.
სიშორე, სივრცე (დაბად. 32,18; ეზეკ. 41,8 და 48,15), расстояние.
ხანული
chanuli
რძის მოზიარე მსოფლიონი დედაკაცნი, მწვეველთა ფურთა პატრონნი, ორნი, სამნი და უმეტესნი, შეჰპირდებიან ერთმანერთში ნაწველის რძის სესხებასა ჯერით. ერთს კჳრას ერთს მიუზიდვენ და თჳთოეული დაისწავლის რაოდენობასა მიზიდულის რძისა. მეორეს კჳრას - მეორეს და ესრეთ მიუზღვენ ერთიმეორესა, რომელ თჳთოეულს მოუგროვდება მოკლეს დროში საკმაო ნაწველი ერთიან შესადღვებად ერბოს გამოღებისთჳს და ეს მასესხებელნი რძისანი ერთმანერთს უხმობენ ხანულად.
ხანუში
chanushi
ჯერი მუშაობისა, ერთი პირი მუშაობისა შემდგომად შესვენებისა, прием после роздыха.
ხანჩირი
chanchiri
ერქუანთ ღვედის გარდასაბმელი თასმა (ნახე საბელთან).
ხანძარი
chandzari
ველთ წაკიდებული ცეცხლი (ნახე ცეცხლთან), пожар степной.
ხანხლვა
chanchlva
(ვხანხლავ) ალანძვა, საჩქაროდ და ცუდად შეწვა.
ხანჯალი
chanjali
სატევარი, ორპირი მახვილი გვერდზედ საკიდი, кинжал, χαντζάρι.
ხანჯკალა
chanjkala
(ბალ.) ცერცვი, ლოპინარი (ნახე თერმია).
ხაო უკრიფა, ხაოს უკრეფს
chao ukripa, chaos ukreps
აშუპება შეცივებისგან, ან დასველებისგან ცივს წყალში.
ხაო
chao
ბოჭკო ხავერდთა, სკლატთა, ხალიჩათა და მისთანათა, ворса.
ხაპი
chapi
(ბალ.) ნახე გოგრასთან.
ხაჟუჟი
chazhuzhi
ჩჩვილთ ჩასალოკი წამალი.
ხარ
char
2 პირი არსებითის ზმნისა ვარ (იქ ნახე).
ხარა
chara
აბრეშუმის ნაქსოვი ტალღებიანი უსახოდ, полуобъярь, мор, ხოლო სახეებიანი: ჩიჩაგლუხარა, объярь с цветами.
ხარაბუა
charabua
(მწერ.).
ხარაბუზი
charabuzi
(ოთხფ.) ცხენის მსგავსი ნადირი აფრიკული (2 სჯული. 14,5), лань, сайгак.
ხარაბულა
charabula
(თევზ.).
ხარაზანი
charazani
ქუა წარიგებით ჩასხმული.
ხარაზი
charazi
ფეხსაცმელთ მკერავი, сапожник.
ხარაკტერი
charakteri
ხასიათი, ვითარება, характер, качество, χαρακτήρ.
ხარასხა
charascha
ქარასხა, დიდი სასმისი რქისა, ჯიხვის ყანწი (ნახე სასმისი).
ხარატი
charati
ხელოსანი, ხის ნივთთა მთლელი ჭახრაკით, токарь.
ხარატონი
charatoni
(მფრ).
ხარაჩო
characho
საშენებელთა კედელთა ზედა მიდგმულნი ხენი და ფიცარნი სადგომად მაშენებელთა მუშაკთა, подмостки.
ხარაჯა
charaja
მალი, თურქნი ესრეთ უხმობენ ხარკსა აღებულსა ქრისტეანეთაგან სარწმუნოების საზღუარად, хараджа, χαράτζι.
ხარბი
charbi
ანგაარი, ურიდლად მოხვეჭის მცდელი (ვეფხისტ. 708), жадный, алчный.
ხარბუხა
charbucha
ძნელი ხველება.
ხარგა
charga
ბალნისა და ნაბდების კარავი (ვეფხისტ. 425).
ხარდანი
chardani
(ხე) სარიანი ვენახი.
ხარდიორდა
chardiorda
მოგვერდით ფუნდრუკი (ნახე თამაშობაში).
ხარება
chareba
ხარებობა, დღესასწაული ყოვლად წმინდისა ქალწულის მუცლადღებისა, 25 მარტს, благовещение.
ხარება
chareba
(ვახარებ) სასიხარულოს ამბავის თქმა, მითხრობა (ლუკ. 1,19 და 2,10), благовествовать, возвещать, обрадовать.
(ვიხარებ) მხიარულება, სიხარულით დატკბობა (ფსალ. 5,11 და 9:2,14), радоваться, возрадоваться, ითქმის მცენარეთა ორძილობისათჳსცა.
ხარვალი
charvali
კაბიწი ათკოდიანი (ნახე საწყაოსთან), халвар 28 пуд. 4 ф. или 100 батманов, батман же 11¼ или 12 фунт.
ხარვეზი
charvezi
ხნულში დარჩენილი კორდი.
ხარისთუალა
charistuala
დიდროვანი მარცვალი რისაც და უფრო ხილთა (ნახე ყურძენთან).
ხარისშუბლა
charisshubla
(ბალ.).
ხარისჩლიქა
charischlika
(ბალ.).
ხარისძირა
charisdzira
(ბალ.).
ხარისხი
charischi
ქვითკირის კიბეთა ფეხის დასადგმელი, ანუ საფეხური (ნახე აღსავალი და სკამი) (გამოს. 30,18), стояло, ступень.
მაღალი ღირსება სამღუდელოთა, ანუ საეროთა წესთა შინა, степень, сан, градус.
ხარიხა
charicha
მაღალი გადებული ხე გარდასაკიდებად ტანისამოსთა და ეგევითართა, вешалка.
ხარი, ჴარი
chari, [ჴ]ari
(ოთხფ.) მამალი ზროხა (ლევიტ. 1,3 და 1 კორ. 9,9), говядо, вол, бык. ესევე არს ზოგადი სახელი სხუათაცა დიდთა რქიანთა ხვასტაგთა, რომელთა დედალს ეწოდება ფური, ვითარ ხარკამბეჩი, ფურკამბეჩი, ხარირემი, ფურირემი და სხ. (ნახე ზროხასთან).
ხარკვა, ხარკობა
charkva, charkoba
(ვიმხარკვი) ღუწა, გარჯა, ცდილობა.
ხარკი
charki
სამეფო ხარჯი, დებულება, ასაღები (მატ. 17,25) და 22,17; რომაელ. 13,6 და შემდგომი), дань, подати.