главная страница
все словари сайта
услуги перевода
новости
статьи

внешние материалы:
словари
инфо об этом языке
ссылки

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили

для вставки символа в форму поиска кликните по нему
                                                                             

 
 

• Возможен поиск по грузинскому и русскому слову.
• Грузинские слова можно вводить в форму поиска, выбирая буквы из списка, а также латиницей.
• Для поиска по целому слову (как грузинскому, так и русскому) или по началу слова, вводите запрос как есть.
• Для поиска грузинских слов в теле статьи задавайте запрос с плюсом (+word). Также этим способом можно искать произвольные русские и грузинские буквосочетания (например, по запросу '+острый' находится слово mach’vili которое переведено, как 'вострый').
• Буквы, отсутствующие в современном грузинском алфавите, не траскрибируются и заключаются в квадратные скобки.
• По ссылке & открываются слова, по техническим причинам не вошедшие в другие буквенные разделы (в источнике эти словарные статьи заключены в квадратные скобки)
• Слово, найденное в теле статьи, выделяется цветом

                                          
                                    &  

слово: ჰ...

h

ასო იხმარების ზოგჯერ სათვალავთა შინა ნაცულად , ანუ 8 (იხილე შესავალსა შინა). ესევე იხმარების ზმნათა შინა, რომელთაცა პირველსა პირსა შემდგომად აქუს რომელიმე ხმოვანი ასო. მაგალითად, ვჰსჯი, ჰსჯი; ვჰსწავლობ, ჰსწავლობ; ვჰსწერ, სწერ; ვჰგალობ, ჰგალობ; ვჰკადაგებ, ჰკადაგებ; ვჰკვეთ, ჰკვეთ და სხ. გარნა სახელზმნათა და მიმღეობათა მათთა არღა საჭიროდ აქუსთ , ვითარ სჯა, სჯული, სწავლა, სწავლული, წერა, გალობა, ქადაგება, კვეთა და არა ჰსჯა, ჰსჯული, ჰსწავლა, ჰსწავლული, ჰწერა, ჰგალობა, ჰქადაგება, ჰკვეთა და სხვანი. და ამისთჳს სახელზმნანი და მიმღეობანი ასოსა ამას შინა სრულიად არა შემოტანილ არიან, რამეთუ ჰკვეთა არა არს სახელზმნა, არამედ მესამე პირი განვლილისა სრულისა დროჲსა. ეგრეთვე ჰსწავლა არს მესამე პირივე სრულის დროჲსა ზმნისაგან ვჰსწავლი.

ფრიად უკანონო არს ასოჲსაის ამის დამატება თავად უცხოსა ენისა ლექსთა მათ, რომელნიცა თჳსსა ენასა ზედა არა იწერებიან ასოჲთა ჰ. მაგალითად: რომი, რომაული, ურია, ურიასტანი. მიბაძვითა სომხურის ენისათა სწერენ: ჰრომი, ჰრომაული, ჰურია, ჰურიასტანი და სხვანი. რამეთუ თჳთ ლათინურსა ენასაცა აქუს ასო ჰ, რომელია H, h, გარნა არა დაიწერების Hroma, Hromanus, Huria, არამედ Roma, Romanus, Uria და სხვანი. გარდა ამისა მრავალთა შინა ლექსთა, თჳთ სომხურისგან მიღებულთა ქართულად, დაიტოვების ასო . მაგალითად: ჰალავი - ალავი, ჰამბავი - ამბავი, ჰამქარი - ამქარი, ჰასაკი - ასაკი, ჰასნაფი - ასნაფი, ჰაზრი - აზრი და სხ. და თჳთ ქართულთაცა ზმნათა შინა, ვინათგან უჩინრად და მსუბუქად იხმარების ჰ. მაგალითად: ვჰსწერ, ჰსწერ შესაძლო არს თქმა ვსწერ, სწერ და სხ. ესევითარნი ლექსნი, ქართულსა ენასა შინა მიღებულნი, უფრორე დაიწერებიან ბერძულისაებრ, ვითარ Έλένη ელენა; Ίστορϊα ისტორია. არა ვსწერთ ლათინურისაებრ Helena ჰელენა, Historia ჰისტორია. ხოლო სხვათა ლექსთა უკეთუ ვისმე ენებოს დაწერა ლათინურისაებრ, არცა იგი არს უშესაბამო, რამეთუ ქართულსა ენასა საკმაოდ ჰქონან ასონი ორთავე მათ ენათა შემსგავსებულნი. მაგალითად, უკეთუ ვინმე დასწეროს ბერძულისაებრ ლექსნი Όμηρος ომიროს, უმიროს, Άρμονία არმონია, Άρπϊα არპია, Όρίζων ორიზონი. გინა ლათინურისაებრ Homerus ჰომეროს, harmonia ჰარმონია, harpia ჰარპია, horizon, -tis ჰორიზონტი. ორგვარადვე მოეზავებიან, გარნა სხვათა ენათა მიბაძვითა დაწერა: ღომერ ანუ გომერ, ღარმონია ან გარმონია, ღარპია ან გარპია, ღორიზონტი ან გორიზონტი. ესე უშესაბამო არს, რამეთუ არცა ბერძულსა, არცა ლათინურსა ენასა ზედა ესრეთ არა იწერებიან.


ჰა!

ha!

ხმის გაცემა კითხვის მაგიერ, а! ась!


ჰაბა

haba

შალის წამოსასხამი თურქთაგან ხმარებული, абас, габа, Άμπάς.


ჰაერი

haeri

ერთი ოთხთა კავშირთაგანი, წულილი, ნოტიო, მხურვალი, ცეცხლისა უმძიმესი, მიწისა და წყლის უმსუბუქესი, უფერული და ორსახე ან ორსაჩინო, რამეთუ ნათლისა და ბნელისა შემწყნარებელ არს, სამთა საგრძნობელთა ჩუენთა მსახური, რამეთუ მის მიერ ვხედავთ, გვესმის და ვიყნოსთ. ამისგამო ხმაურობისა და აღმოფშჳნვის მიზეზი არს (ნახე სტიხიოსთან) (1 თესალ. 4,17; ვეფხისტ. 1294), воздух, άήρ, άίρος, aër.


ჰაერის მცველნი

haeris mtsvelni

ბოროტნი სულნი ჰაერისანი, რომელთაც მდაბიონი უხმობენ ალად და ჭიმკად.


ჰაეროვანი

haerovani

კეთილსახოვნობით მოხდომილი (ნახე ლამაზთან) (ვეფხისტ. 999; შავთ. 4), прекрасный, ώραϊος.


ჰაეროვნება

haerovneba

კეთილსახეობა, მშვენიერება (ფსალ. 49,2 და 95,6), красота, ώραιότης.


ჰაერომეტრია

haeromet’ria

ჰაერის მზომელობა, სწავლა ესე არს ნაწილი მათემატიკისა, άερομετρία.


ჰავი

havi

ნახე ავი.


ჰაზარპეტი

hazarp’et’i

სომხურად: ათასისთავი.


ჰაზარფეშა

hazarpesha

სომხურად ათასად სახმარი. ესე არს ვეცხლის ფიალი გრძელტარიანი, სახმარი სასმისად ანუ ჩამჩად და სხ.


ჰაზრება

hazreba

(ვიჰაზრებ) გონებადმიღება, გულის ხმას მოსლვა (ვეფხისტ. 284), помыслить, придумать.


ჰაზრი

hazri

შინაგანი ძალი სრულებითი პსიხისა (კატიღ. ანტ. § 276 და შემდგომი), мысль (ვეფხისტ. 520).

კუალად ჰაზრი არს განი (მუნვე, § 23), мысль, намерение, цель.

ფიქრი, გულის ზრახვა, размышление.


ჰაი, ჰაი

hai, hai

განკჳრვების ხმა (მუნვე, 13, 349, 519).


ჰალავი

halavi

სომხურად ძღვენი საქმროსგან გასაგზავნი დანიშნულთან.


ჰალალალო, ჰარალო და ჰოროველო, ოროველო

halalalo, haralo da horovelo, orovelo

მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, გარდაქმნილი საეკლესიოს გალობიდან ალლილუია, ვითა რუსულად айлюли, люли.


ჰალალი

halali

ალალი, თათრულად შენდობილი, სჯულიერი.


ჰამბავი

hambavi

ამბავი, მოთხრობა ნაქმართა, გარდასავალთა ანუ შემთხვეულებისა რისამე (მატ. 4,24 და 14,1, კუალად 24,6; საქმ. 21,31; ფსალ. 111,7, весть, известие, молва, слух.

ზოგჯერ ჰნიშნავს მოთხრობასა მარტივად და არა გალექსით (ვეფხისტ. 7, 16), проза.


ჰამბარი

hambari

სუნნელი ინდოეთს პოვებული, амбра, эмбра, άμβρα.


ჰამქარი

hamkari

ნახე ამქარი.


ჰანგაარი

hangaari

ნახე ანგარი, ანგაჰარი.


ჰანი

hani

დედ-მამათ მშობელნი, предки, прадед или прабабка.


ჰარამი

harami

შეუნდობელი, არა სჯულიერი, აღკრძალული, დაშლილი ან მავნებელი.


ჰარემი

haremi

სასახლე, სრა, дворец, гарем.


ჰარისა

harisa

გიშრაფეთი.


ჰარჯალი

harjali

ბედისწერა.


ჰასაკი

hasak’i

ასაკი, ტანი, სიდიდე ტანისა (მატ. 6,27; ლუკ. 12,25 და 19,3), возраст, рост.

საზომი კაცთა ცხოვრების ჟამისა, რომელიცა განიყოფების ხუთად: სიჩჩოებად, სიყრმედ, სიჭაბუკედ, სიმამაკაცედ და მოხუცებულებად (ნახე კაცი; იოან. 9,21), возраст, совершеннолетие.


ჰასნაფი

hasnapi

ხელოსანთ საზოგადოობა, განსაკუთრებულად სხუათაგან, цех.


ჰაჯი

haji

თურქთა ენითა მომლოცველი წმინდათა ადგილთა, ханжа, пилигрим, поклонник, χατζής.


ჰგავს

hgavs

ემსგავსება (ვეფხისტ. 11), походит.


ჰგამა

hgama

ნახე მგამა.


ჰე

he

დამტკიცებით ზმნისზედა: ჰო, დიაღ, ეგრეთ, ნამდჳლ, უსაცილოდ (იოან. 21,15 და შემდგომი; საქმ. 5,8), ей.


ჰელა

hela

ბერა, რომელასაც მოასპარეზენი და მეფუნდრუკენი ორთა მხარეთაგან დანიშნვენ სასვენებელ სადგურად.


ჰე-ჰე

he-he

იგივე განმეორებით (მატ. 5,37 და 21,16; იაკობ. 5,12; შავთ. 50), ей, ей.


ჰიეროღლიფი

hieroghlipi

ნახე იეროღლიფი.


ჰილალი

hilali

ილალი, ტანტრაბეჩი, уховертка, χιλάλι.


ჰილი

hili

(ხე) ილი, კაკულა.


ჰინა, ინა

hina, ina

(ბალ.) ბალახი ესე იხმარების წითლის საღებავად თმათა და სხ.


ჰო

ho

დიაღ, ჰე.


ჰორელი ან ჰორლი

horeli an horli

დიდებულთ მოაბა კამაროსან-საბურველიანი (ნახე ტახტრევანდი).


ჰოროველი

horoveli

მსოფლიოთ სიმღერის ხმა მუშაობის ჟამს გუთანზედ ან ურემზედ და სხვათა (ნახე ჰალალო).


ჰოროლი

horoli

ანკანაკი, ორპირი და ბუნგრძელი (ნახე ლახვარი) (1 მეფ. 26,11; ისუ. 8,18; ეზეკ. 39,9), копье.


ჰორომი

horomi

ფიცარი ცომის გუნდათ დასაწყობი გამოცხობადმდე.


ჰრული

hruli

ნახე რული.


ჰსჩანს

hschans

დაინახვების (იხილე ჩენა), видно, кажется.


ჰსჯობს

hsjobs

უკეთესია (ნახე ჯობნა) (ფსალ. 36,16), лучше.


ჰუმი

humi

ნახე უმი.


ჰუნე, ონე

hune, one

(ოთხფ.) ბედაური ცხენი გუარიანი და ნაწვართი (ნახე ცხენთან) (ფსალ. 19,7 და 75,6), конь.


ჰუპა

hup’a

ამ ლექსით უხმობენ ჩჩჳლთა ხელით აზიდვასა.


ჰხამს

hch’ams

ჯერ არს, შვენის, ხოლო პიროვნად მიხმს, გიხმს, უხმს (მატ. 3,14 და 6,8, კუალად 9,12; მარკ. 11,3), надобно.

სათანადო არს (ვეფხისტ. 10, 25), долженствует, должно быть.


к началу

 


политика конфиденциальности